დააკავეს 15 წლამდე ბიჭი, რომელიც რუსთავში ახალგაზრდა ქალს სადარბაზოში შეჰყვა და მასთან ფიზიკური კონტაქტის დამყარება სცადა – მომხდარის შესახებ „ინფო რუსთავი“ წერს. მათივე ინფორმაციით, ფაქტი ლეონიძის ქუჩაზე მოხდა, 15 წლამდე ბიჭი 25 წლამდე ქალს სადარბაზოში ჩუმად შეჰყვა და მასთან ფიზიკური კონტაქტი სცადა. სამართალდამცავებმა არასრულწლოვანის იდენტიფიცირება მალევე მოახერხეს, მოზარდი დაკავებულია და მიმდინარეობს გამოძიება.
