ბათუმში გაყიდული ბინების უმრავლესობა უცხოელებზე მოდის – რომელი ქვეყნებიდან ყიდულობენ ყველაზე მეტ საცხოვრებელს ზღვისპირეთში?ბათუმში გაყიდული ბინების უმრავლესობა უცხოელებზე მოდის – რომელი ქვეყნებიდან
ყიდულობენ ყველაზე მეტ საცხოვრებელს ზღვისპირეთში?
2026 წლის პირველ ნახევარში საქართველოს მოქალაქეებზე ბათუმში გაყიდული ბინების 33% მოდიოდა. ამის შესახებ „გალთ ენდ თაგარტის“ ბათუმის საცხოვრებელი უძრავი ქონების კვლევაშია აღნიშნული.
ამავე მონაცემებით, მყიდველთა შორის მეორე ადგილზე უკრაინის, რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეები არიან, რომლებმაც საანგარიშო პერიოდში ზღვისპირა ქალაქში რეალიზებული საცხოვრებელი უძრავი ქონების 18% შეიძინეს.
უფრო კონკრეტულად, 2026 წლის პირველ 6 თვეში, ბთუმში უძრავი ქონების გაყიდვები მოქალაქეობის მიხედვით, ასე გადანაწილდა:
საქართველო – 33%;
უკრაინა, რუსეთი, ბელარუსი – 18%;
ევროპის ქვეყნები – 15%;
ისრაელი -10%;
არაბული ქვეყნები – 7%;
თურქეთი – 5%;
სხვა ქვეყნები – 12%.
ცნობისთვის, კვლევის თანახმად, საჯარო რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით, 2026 წლის მეორე კვარტალში ბათუმში სულ 4 168 ბინა გაიყიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3.7%-ით მეტია.
ამასთან, ბაზრის მიმოხილვაში ხაზგასმულია, რომ გაყიდვების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა როგორც პირველად, ისე მეორად ბაზარზე.
