Friday, July 4, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“6 თვიანი ძიების და გენეტიკური კვლევების შედეგად საბოლოოდ, მივაგენი ბიოლოგიურ ბაბუას“ – თამუნა მუსერიძე

July 21, 2022
“6 თვიანი ძიების და გენეტიკური კვლევების შედეგად საბოლოოდ, მივაგენი ბიოლოგიურ ბაბუას“ – თამუნა მუსერიძე

ტელეწამყვანი და ჯგუფ „ვეძებ“-ის დამფუძნებელი თამუნა მუსერიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ბიოლოგიური ბაბუა იპოვა.

“ჩემი ცხოვრება დაუსრულებელი სერიალი რომ არის, ეს უკვე ყველამ იცით, მაგრამ ყველა სერიალს აქვს ბოლო სერია და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე გავალთ ბოლოში, თუმცა როგორც ვხედავ იქამდე საკმაოდ დიდი გზა მაქვს გასავლელი. 6 თვიანი ძიების და გენეტიკური კვლევების შედეგად საბოლოოდ მივაგენი ბიოლოგიურ ბაბუას. დღეს მამიდაჩემის ( ან დეიდაჩემის) ტესტის დადებითი პასუხი მოვიდა. მაგრამ ზუსტად ამ პასუხმა დაგვაბრუნა ისევ დასაწყისში. გამომდინარე იქიდან, რომ ჩემ ყველა ნათესავს ეს ტესტი გაკეთებული აქვს, გამოსაკვლევი აღარავინ დარჩა. ანუ ! ბაბუაჩემს სადღაც კიდევ ერთი შვილი ყავს (ჩემი მშობელი) რომელზეც ინფორმაცია ნათესავებს არ აქვთ.

ბაბუაჩემი -გენადი ნანავა 1918 წელს ზუგდიდში დაიბადა.  სხვადასხვა წლებში იყო გაგრის სანატორიუმის დირექტორი და რუსთავის სპეც მშენის კადრების უფროსი. ძალიან უყვარდა ლექსების წერა. სამწუხაროდ საკმაოდ ახალგაზრდა, 33 წლის ასაკში 1952 წელს ზუგდიდის ციხეში ტრაგიკულად გარდაიცვალა.

თუ ვინმეს გეცნობათ ეს სახელი და გვარი, თუ იცით რომ თქვენი ბაბუა , ან მამა იყო გენადი ნანავა, თუ ჭორის დონეზე გაქვთ რამე ისტორიისთვის ყური მოკრული, გთხოვთ შემეხმიანეთ.

აგრეთვე მთელი გულით გთხოვთ ეს პოსტი გააზიარეთ, იქნებ ეს ისტორია ვინმეს ყურამდე მივიტანოთ.” – წერს მუსერიძე და ბაბუის ფოტოებს აქვეყნებს

“6 თვიანი ძიების და გენეტიკური კვლევების შედეგად საბოლოოდ, მივაგენი ბიოლოგიურ ბაბუას“ - თამუნა მუსერიძე “6 თვიანი ძიების და გენეტიკური კვლევების შედეგად საბოლოოდ, მივაგენი ბიოლოგიურ ბაბუას“ - თამუნა მუსერიძე “6 თვიანი ძიების და გენეტიკური კვლევების შედეგად საბოლოოდ, მივაგენი ბიოლოგიურ ბაბუას“ - თამუნა მუსერიძე “6 თვიანი ძიების და გენეტიკური კვლევების შედეგად საბოლოოდ, მივაგენი ბიოლოგიურ ბაბუას“ - თამუნა მუსერიძე

Tags: თამუნა მუსერიძე

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • თბილისში აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მარში მიმდინარეობს
  • ძლიერი აფეთქების შედეგად სულ მცირე 27 ადამიანი დაშავდა – კადრები რომიდან
  • საავადმყოფოში კიდევ ერთი მოშიმშილე მაღაროელი გადაიყვანეს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge