რეჟისორმა, რობერტ სტურუამ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში პოსტი განათავსა:
“მხოლოდ ქართველის რკინის გული თუ გაუძლებდა უთვალავი წლების სასტიკ განსაცდელს!
სისხლის ღვრა,
აწიოკება,
მამულის მიტაცება,
რჯულის შებღავლა,
შეურაცხყოფა, დაცინვა – განა არ კმარა?!
თუმცა ერთს შეგახსენებთ კიდევ:
თუ გახსოვთ,
ჭაბუკ ქართველებს მონებათ ყიდდნენ –
რომელი ერი აიტანდა ასეთ მწარე ხვედრს?!
მაგრამ ძლიერი სული არ შედრკა,
შეინარჩუნა რაც დაანათლა უფალმა –
რაინდობა,
სიკეთე სულის,
ნიჭი
და სუნთქვა თავისუფლების!
მოღალატენი – სისხლით ქართველნი, გალაღებას რომ გვიშლიდნენ მუდამ,
მტრებს თვალებში შესციცინებდნენ,
ერთგულად ედგნენ მხარში
და ჯილდოს მოლოდინში
სამშობლოს ნგრევაში ეხმარებოდნენ!
ეს გახრწნილ ბრბო თავიდანვე ახლდა და ახლავს ჩვენ რაინდ ხალხს!
და ვინ მოთვლის
რამდენი წელი, რამდენი საუკუნე ეს უნიჭო ბრბო
სცდილობს მოსპოს ის,
რაც საქართველოს საქართველოდ ქმნის!
მეჩვენება, თუ მართლა ასეა, როგორც მარწმუნებენ პატრიოტები:
ჩვენი კოპწია საქართველო მაინც ყველას უყვარს და იმ
ევროცხვირაპრეხილებსაც უყვართო!
მე მგონი შურთ კიდეც!
ამ დროს კი საკუთარ უზნეობით გამწარებულნი ქართველთა მტრები – ქართველნი,
ფული გულზე რომ დაადგათ,
ევროში ჭორაობენ და ზეიმობენ,
რადგან სჯერად რომ სისხლიან წარსულს
ვერავინ გაუხსენებს!
იზეიმონ!
ჩვენც მაგრა გვიყვარს ცაფირუზხმელეთზურმუხტოვანი!
და ყველაფერი კარგად გვახსოვს!!!
“ მუმლი მუხასაო!” – წერს სტურუა