„ნაციონალური მოძრაობა“ 3 ოქტომბრის რამდენიმე საარჩევნო ოლქში შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას იმიტომ არ აპირებს, რომ არ აქვთ იმედი, ელემენტარული მხარდაჭერა მიიღონ, – ამის შესახებ დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
დავით მათიკაშვილს დაუსვეს კითხვა: რატომ არ აპირებს „ნაციონალური მოძრაობა“ შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას.
მისი თქმით, შეთქმულების თეორიაა, თითქოს ისეთი გარემო იქმნება, რომელიმე პარტიამ ვერ გაიმარჯვოს, რომ ყველაფერი სახელისუფლებო რგოლს საკუთარი კონტროლის ქვეშ აქვს ამოღებული.
„ძალიან მარტივი ტყუილი, თითიდან გამოწოვილი ამბავია. 2012 წლის არჩევნებმა დაამტკიცა, რომ როდესაც არსებობს ხალხის ნება, მას წინ ვერაფერი დაუდგება. ახლა ნულს ქვემოთ სარეიტინგო პოზიცია გააჩნიათ, რაც თავად ძალიან კარგად იციან. ათას ტყუილს მოიგონებენ თავის გასამართლებლად, მაგრამ სიმართლე ეს არის – მათი ნდობა პრაქტიკულად ნულთან არის, ისევე როგორც, საერთოდ, აგენტურული ოპოზიციის, ისევე როგორც აგენტობის ნდობა საქართველოს მოსახლეობის თვალში“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
