Friday, August 14, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ირაკლი კობახიძეს სადეპუტატო კითხვით მიმართავს და აფხაზეთში ბიზნესსუბიექტების მიერ საწვავის შეტანის საკითხზე კონკრეტული ინფორმაციის მიწოდებას მოითხოვს

August 14, 2026
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ირაკლი კობახიძეს სადეპუტატო კითხვით მიმართავს და აფხაზეთში ბიზნესსუბიექტების მიერ საწვავის შეტანის საკითხზე კონკრეტული ინფორმაციის მიწოდებას მოითხოვს

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძეს სადეპუტატო კითხვით მიმართავს და მთავრობის მეთაურისგან იმ ინფორმაციის გადაცემას მოითხოვს, რომლითაც ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ბიზნესსუბიექტების მხრიდან საწვავის შეტანა განხორციელდა.

როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ისინი ასევე მოითხოვენ იმ ინფორმაციის მიწოდებას, თუ რა გზით და რა პროცედურების გავლით მოხდა საწვავის შეტანა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე.

„2026 წლის 12 აგვისტოს, თქვენი განცხადების თანახმად, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე კონკრეტულმა ბიზნესსუბიექტებმა ნავთობპროდუქტები შეიტანეს. „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე აკრძალულია ნებისმიერი ეკონომიკური (სამეწარმეო ან არასამეწარმეო) საქმიანობა, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა, რომელიც საჭიროებს სპეციალურ თანხმობას.

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 148-ე მუხლის შესაბამისად მოგმართავთ პარლამენტის წევრის კითხვით შემდეგი ინფორმაციის მიღების მიზნით:

ა) საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული თანხმობის ასლი; ბ) ბიზნესსუბიქტების ჩამონათვალი, რომლებმაც აღნიშნული საქონლის მიწოდება განახორციელეს;

გ) „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შესაბამისი კონკრეტული მიზანი და კანონისმიერი საფუძველი, რის გამოც აღნიშნული თანხმობა გაიცა;

დ) მიწოდებული საქონლის რაოდენობა, მიწოდების პერიოდი და საქონლის საბოლოო დანიშნულება;

ე) რა მარშრუტისა და პროცედურების გავლით შევიდა აღნიშნული საქონელი აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე;

ვ) არსებობს თუ არა რაიმე სახის მომართვა/თხოვნა საქართველოს მთავრობისადმი აღნიშნული საქონლის მიწოდებაზე, დადებითი პასუხის შემთხვევაში მოგვაწოდეთ ამ მომართვის ასლი“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე საწვავი შპს „სოლიდუსმა“ შეიტანა. როგორც კომპანიის მფლობელმა, გიორგი არველაძემ „რადიო თავისუფლებას“ განუცხადა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე 300 ტონა საწვავი, ენგურის ხიდის გავლით შეიტანა.

„ეს რომ არ შეგვეტანა, 20-ლიტრიანი „კანისტრებით“ დაიწყებდა 40 ათასი ქართველი გადმოსვლას ზუგდიდში. ამიტომაც გადაწყდა, რომ ჯობდა მე შემეტანა ჩემს აფხაზ მეგობრებთან ერთად“, – განაცხადა გიორგი არველაძემ „რადიო თავისუფლებასთან“.

ასევე, 12 აგვისტოს, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საწვავი ოკუპირებულ ტერიტორიაზე კანონის დაცვით მოხვდა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • გომის მთაზე ავარიის დროს დაშავებულების შესახებ ახალი ინფორმაცია ვრცელდება
  • რეგიონებში კარდაკარის პრინციპით პატრონიანი ძაღლების უფასო ჩიპირება და ვაქცინაცია დაიწყო” – სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას აცხადებს
  • ძვირფასო ნიკა გვარამია, რა სერვანტესი, რა ავთანდილი, პირდაპირ დაგეწერა, რომ სამშობლოსთვის თავგანწირვა არის სრული სისულელე” – მიხეილ სააკაშვილი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge