Friday, August 14, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

გომის მთაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ბელარუსი ტურისტები კვლავ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში რჩებიან

August 14, 2026
გომის მთაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ბელარუსი ტურისტები კვლავ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში რჩებიან

გომის მთაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ბელარუსი ტურისტები კვლავ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში რჩებიან.

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილის, გია კიკაბიძის განცხადებით, მათ შორის ინტენსიურ განყოფილებაში რჩება ორი პირი – დედა-შვილი, რომელსაც სისხლჩაქცევები აღენიშნება. კიკაბიძის თქმით, პაციენტები კლინიკაში სავარაუდოდ, ორშაბათამდე დარჩებიან.

„გუშინ საღამოს ერთი ახალგაზრდა მამაკაცი გაეწერა, რომელიც ჩოხატაურში გადავიდა. მისი მეუღლე ჩოხატაურის კლინიკაშია მოთავსებული.

ამ ეტაპზე, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 10 პაციენტი რჩება. მათი მდგომარეობა სტაბილურად ფასდება.

ბავშვები თავს კარგად გრძნობენ. შესაძლოა, მათი გაწერა მოხდეს, თუმცა მათი მშობლები კლინიკაში არიან და ამ საკითხს საელჩო მოაგვარებს. როგორც იცით, ელჩიც ჩამოვიდა და ეს ყველაფერი საელჩოს საქმეა.

პაციენტები კლინიკაში, ალბათ, ორშაბათამდე დარჩებიან. მათზე დაკვირვება მიმდინარეობს“, – განაცხადა გია კიკაბიძემ.

ცნობისთვის, ორი დღის წინ, გომის მთაზე მიკროავტობუსი ხევში გადავარდა. არსებული ინფორმაციით, ქართველმა მძღოლმა ტრანსპორტიდან გადახტომა მოასწრო.

შემთხვევის შედეგად 17 ბელარუსი ტურისტი დაშავდა, ოთხი ადამიანი კი ადგილზე დაიღუპა. დაშავებულთა შორის ექვსი ბავშვია.

შსს-მ გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • საქართველოში ჰაერის დაბინძურებისგან ყოველწლიურად 3000-4000 მდე ადამიანი იღუპება
  • რა ღირს ერთი გრამი ოქრო და ვერცხლი საქართველოში
  • “გარედან დაფინანსებული, ორგანიზებული რუსოფობიური პოლიტიკა მიზნად ისახავს არა მარტო კონკრეტული ტურისტის ბულინგსა და შეურაცხყოფას, არამედ საერთო ეროვნული შუღლის გაღვივებას” – რას ამბობს გიორგი გაბუნია

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge