ირაკლი კობახიძე არის უბოროტესი, უსისხლო, უსამშობლო არარაობა, რომელსაც არაფერი ადარდებს, გარდა დავალების შესრულებისა, – ამის შესახებ „ლელო ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, თაზო დათუნაშვილმა “ანა წერეთლის დღის ამბებში“ განაცხადა.
მისი თქმით, სწორედ კობახიძემ დაიწყო უიარაღო ანექსია, რომლის წინაშეც ახლა ვართ.
როდესაც უნდა ილაპარაკონ ქართველი გმირების თავდადებაზე, აგვისტოს თვეში დაიწყეს ლაპარაკი იმაზე, რომ მე, თქვენ და საქართველოს სხვა მოქალაქეებს ციხით გვემუქრებიან, მტერი თუ გძულს და ამ სიძულვილს თუ გამოხატავ. ანუ რუსი, როგორც მტერი თუ გძულს, ამაზე გელაპარაკებიან. იმის მაგივრად რომ შინდისის გმირების დაღუპვის დღეს ილაპარაკო, რამხელა ღვაწლი გაიღეს ამ ადამიანებმა ჩვენი ქვეყნისთვის, ლაპარაკობენ მუსიკოსები და არტისტები როგორ მღეროდნენ მოსკოვში ომის შემდეგ. ამ სიგიჟეში ვართ, შესაბამისად, არავინ არაფერს აგვიხსნის, რადგან ფეხებზე ჰკიდიათ, მთავარია, ფული აკეთონ.ეს ტიპები ფულში დაახურდავეს, რაიმე იდეა კი არ აქვთ. სერგო ორჯონიკიძეს მსოფლიო რევოლუცია უნდოდა, კომუნისტი იყო, ეს სერგო ორჯონიკიძეც არაა. ირაკლი კობახიძე არის უბოროტესი, უსისხლო, უსამშობლო არარაობა, რომელსაც არაფერი ადარდებს, გარდა დავალების შესრულებისა. ახლა დაიწყო უიარაღო ანექსია, რომლის წინაშეც ვართ, – განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.
