ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან სამგზავრო მატარებელი ახალგაზრდა გოგონას შეეჯახა.
Ambebi.ge-ს ინფორმაციით, 16 წლის გოგონა ადგილზე გარდაიცვალა.
შემთხვევა დღეს, 13 აგვისტოს მოხდა.
როგორც Ambebi.ge-ის წყარო უყვება, გოგონა სანდრა შარაშიძეა. ის ზღვიდან სახლში ბრუნდებოდა, როდესაც ტრაფედია დატრიალდა.”მწვანე კონცხზე ცხობრობდნენ და ზღვაზე იყო გადასული ბავშვი. უკან რომ ბრუნდებოდა სავარაუდოდ მაგ დროს მოხდა ეს უბედურება. სანდრა ერქვა. გოგონას დედამ გაიგო უკვე. მარტო იყო როგორც ვიცი, როდესაც ეს უბედურება მოხდა,” – უყვება წყარო Ambebi.ge-ის.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275 მუხლით დაიწყო გამოძიება, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
