ტრაგედია გურიაში – მიკროავტობუსი, რომელსაც ტურისტები გადაჰყავდა, ხრამში გადავარდა.
ავტოსაგზაო შემთხვევას ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავდა 20-მდე ადამიანი.
სამაშველო ოპერაცია გომის მთის გზაზე გვიან ღამემდე გაგრძელდა. დაშავებულები ბათუმისა და გურიის სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანეს.
ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანილი 11 პირიდან 6 ბავშვია.
მიკროავტობუსში მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქეები იმყოფებოდნენ, ერთადერთი ქართველი მძღოლი იყო. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მამაკაცი უკვე დააკავა, თუმცა დაზიანებები მასაც აღენიშნება და ამ დრომდე ქობულეთის კლინიკაში, საბადრაგო სამსახურის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება – კლინიკიდან გაწერის შემდეგ მას წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანენ.
