Thursday, August 13, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home კრიმინალური ამბები

იოსებ სიგუას ადვოკატი განცხადებას ავრცელებს

August 13, 2026
იოსებ სიგუას ადვოკატი განცხადებას ავრცელებს

შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნის, იოსებ სიგუას ადვოკატი სამართლებრივ ბრძოლას აანონსებს – როგორც თეონა გვაზავა სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში წერს, სოფია სიგუას ბრალდებებს, რომელიც ქმარს ძალადობაში ადანაშაულებდა, სამართლებრივი გზით გაეცემა პასუხი.

უფლებადამცველი სოფია სიგუას ქმრის მიმართ ბრალდებებს პირადი მოტივით განპირობებულს უწოდებს.

“იოსებ სიგუას მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერი თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გაუქმდა.
ორი ინსტაციის სასამართლოს მიერ დადგინდა, რომ იოსებ სიგუას არ განუხორციელებელია სოფია სიგუას მიმართ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა.
ყველა დაუსაბუთებელ, პირადი მოტივით განპირობებულ, ბრალდებას სამართლებრივი გზით გაეცემა პასუხი”, – წერს თეონა გვაზავა.

სააპელაციო სასამართლომ შსს-ს ყოფილ მაღალაჩინოსანს, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ყოფილ უფროსს, იოსებ სიგუას, რომელსაც ცოლი, სოფია სიგუა ძალადობაში ადანაშაულებდა, შემაკავებელი ორდერი გაუუქმა.

წინა კვირას ასევე ვადა გაუვიდა ელექტრონულ სამაჯურსაც.

რა ვიცით ძალადობის საქმეზე?

4 ივლისს სიგუას ცოლმა “შაბათის ეთერისთვის” მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში მოქმედი პოლიციელი [იმ დროისთვის იყო თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსი] ძალადობაში დაადანაშაულა. ხმაურიანი ინტერვიუს ეთერში გასვლის შემდეგ, სიგუა დააწინაურეს და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსად დანიშნეს.

მას შემდეგ კი, რაც პროკურატურამ სოსო სიგუას ცოლის მიმართვის საფუძველზე გამოძიება დაიწყო და პოლიციელს ელექტრონული სამაჯური დაუმაგრა, სიგუამ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილების შესახებ საამართლო დარბაზში განაცხადა.

საგამოძიებო სიუჟეტში სოფო სიგუა ჰყვებოდა, რომ ქმარი მას „მე-12 სართულიდან გადაგდებით“, „კასრში ჩასმითა და დამარხვით“ ემუქრებოდა.

ქალი ამტკიცებს, რომ „იოსებ სიგუამ მას იარაღი შუბლზე დაადო და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა“.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “აფხაზეთში საწვავი “ოცნების” მთავრობამ ფარული კომპანიის საბუთებით შეიტანა. აფხაზეთის საწვავის ბაზარს სანქცირებული “როსნეფტი” აკონტროლებს. ეს დანაშაულია!” – რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს
  • როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოესი დღეების განმავლობაში – სინოპტიკოსების გაფრთხილება
  • გარდაიცვალა ქალი, რომელსაც ბათუმის ბოტანიკურ ბაღთან მატარებელი დაეჯახა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge