Thursday, August 13, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

საჯარო სკოლებს სასკოლო სახელმძღვანელოები უახლოეს დღეებში მიეწოდება

August 13, 2026
საჯარო სკოლებს სასკოლო სახელმძღვანელოები უახლოეს დღეებში მიეწოდება

ქვეყნის მასშტაბით საჯარო სკოლებს სასკოლო სახელმძღვანელოები უახლოეს დღეებში მიეწოდება – 2026-2027 სასწავლო წელს I, V, VII, IX და X კლასების მოსწავლეები ახალი სახელმძღვანელოებით ისწავლიან. ამის შესახებ ინფორმაციას შპს „საგანმანათლებლო რესურსები“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს საჯარო სკოლებისთვის ახალი სასკოლო სახელმძღვანელოების ბეჭდვისა და გამოცემის პროცესი აქტიურ ფაზაშია.

„2026-2027 სასწავლო წლისთვის სახელმძღვანელოების განახლება I, V, VII, IX და X კლასებს მოიცავს.

შპს „საგანმანათლებლო რესურსების“ მიერ ინიციირებული 2026 წლის კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში, საჯარო სკოლებისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის სასკოლო სახელმძღვანელოების ეტაპობრივი მიწოდება არაუგვიანეს 10 სექტემბრისა დასრულდება.

ბეჭდვისა და დისტრიბუციის პროცესი 32 დასახელების სასწავლო გამოცემასა და ჯამში 1 533 339 ეგზემპლარს მოიცავს. აქედან 1 340 044 ეგზემპლარი უშუალოდ საჯარო სკოლებს გადაეცემა.

სასკოლო სახელმძღვანელოები უსასყიდლოდ გადაეცემათ:

საჯარო სკოლების მოსწავლეებსა და მასწავლებლებს;
კერძო სკოლების იმ მოსწავლეებს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა, ყოველი წლის 1-ელი მარტის მდგომარეობით, 70 001 ქულაზე ნაკლებია;
ახალგორის მუნიციპალიტეტის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული იმ სკოლების მოსწავლეებსა და მასწავლებლებს, სადაც სწავლება ქართულ ენაზე ხორციელდება;
ოკუპირებული გალის რაიონის ენგურს მოსაზღვრე 9 სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს, ასევე ოკუპირებული გალის რაიონის ომამდელ საზღვრებში აღდგენილი და ფუნქციონირებადი სკოლების I კლასის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს. მათ ქართული ენისა და ლიტერატურის, საქართველოს ისტორიისა და საქართველოს გეოგრაფიის სახელმძღვანელოები II–XI კლასებისთვის გადაეცემათ;
კერძო სკოლების პირველი კლასის მოსწავლეებს — მხოლოდ „დედაენის“ სახელმძღვანელოები;
კერძო სკოლების მოსწავლეებს, რომლებიც 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული მეომრების შვილები არიან;
სამინისტროსა და სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს — მოთხოვნის შესაბამისად.
მთელი ქვეყნის მასშტაბით სკოლებისთვის სასკოლო სახელმძღვანელოების მიწოდებას უახლოეს დღეებში შპს „საგანმანათლებლო რესურსები“ ეტაპობრივად განახორციელებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “არაგვზე ახალი ხიდის მშენებლობა ინტენსიურად გაგრძელდება, რათა დროებითი შეზღუდვა მაქსიმალურად მალე მოიხსნას” – რას ამბობს რევაზ სოხაძე
  • ძმები წულუკიძეები ისევ პატიმრობაში დატოვეს
  • “რუსულ-ამერიკული ურთიერთობების ცნობილი „გადატვირთვის“ სიმბოლური წითელი ღილაკი ადგილობრივი აგენტურისთვისაც განგაშის სიგნალივით უნდა ყოფილიყო” – ნინო წილოსანი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge