მლეთაში გურამ დადიანიძის სამძებრო ღონისძიებები უწყევტ რეჟიმში გრძელდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს 50-მდე თანამშრომელი – პოლიცია, ექსპერტ-კრიმინალისტები და მეხანძრე მაშველები შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობითა და სპეციალური საშუალებებით ამოწმებენ ტერიტორიას. უწყვეტ სამძებრო სამუშაოებს ესწრება დაკარგულის დედაც.
დედის ინფორმაციით, მლეთაში, მიუვალი ადგილების უკეთ შესამოწმებლად დღეს მძიმე ტექნიკას შეიყვანენ.
ცნობისთვის, 10 აგვისტოს, შსს-მ ვრცელი განცხადება გაავრცელა 2014 წელს დუშეთში, ლომისობის დღეს გაუჩინარებული ახალგაზრდის, გურამ დადიანიძის საქმეზე. უწყების განცხადებით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში 20-ზე მეტი ადამიანი გამოიკითხა.
