Thursday, August 13, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

კალიფორნიაში ქართულ ღვინოზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის, „ღვინის გამოძახილი“ პრემიერა გაიმართა

August 13, 2026
კალიფორნიაში ქართულ ღვინოზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის, „ღვინის გამოძახილი“ პრემიერა გაიმართა

ამერიკული მედია-პლატფორმის SOMM TV-ის მიერ ქართულ ღვინოზე გადაღებული სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის „ღვინის გამოძახილი“ პრემიერა აშშ-ის კალიფორნიის შტატში, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და პრესტიჟულ მეღვინეობის რეგიონში, ნაპა ველში, ისტორიულ კინოთეატრში, Cameo Cinema-ში გაიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, პრემიერა კომპანიების Parsons Fine Imports და SOMM TV-ის ორგანიზებით ჩატარდა. ღონისძიებისადმი ინტერესი იმდენად დიდი იყო, რომ ყველა ბილეთი ერთ დღეში გაიყიდა.

„ფილმის ჩვენების დასრულების შემდეგ ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა. შემოქმედებითი ჯგუფის წევრებმა ღონისძიების სტუმრებს ფილმის შექმნის პროცესთან დაკავშირებული საინტერესო დეტალები გაუზიარეს.

სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი „ღვინის გამოძახილი“ (Echoes of Wine) SOMM TV-ის პლატფორმაზე 1 ივლისიდან არის ხელმისაწვდომი. ფილმი მაყურებელს აცნობს საქართველოს უნიკალურ ბუნებას, ვენახებს, ქართული ღვინის კულტურას და ახალგაზრდა თაობის მეღვინეების საქმიანობას. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ქვევრის ღვინის დამზადების უძველეს ტექნოლოგიასა და ქართული ვაზის ჯიშების მრავალფეროვნებას.

საქართველოს, როგორც მეღვინეობის ერთ-ერთი უძველესი ქვეყნის, წარმოჩენა SOMM TV-ზე ხელს შეუწყობს ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლებასა და გაყიდვების ზრდას ამერიკის სტრატეგიულ ბაზარზე.

ფილმის შექმნის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და ფინანსური მხარდაჭერით, SOMM TV-ის გადამღები ჯგუფი საქართველოში მიმდინარე წლის მაისში იმყოფებოდა. ჯგუფის წევრები 8 მაისს ღვინის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებს დაესწრნენ. ასევე, ეწვივნენ კახეთსა და ქართლში მდებარე ქართული ღვინის მარნებს, სადაც ქართული მეღვინეობის მრავალსაუკუნოვან ტრადიციებსა და თანამედროვე ღვინის კულტურას გაეცნენ.

SOMM TV საერთაშორისო ციფრული მედია-პლატფორმაა, რომელიც ღვინოს, გასტრონომიას, მოგზაურობასა და ცხოვრების სტილს ეძღვნება. პლატფორმა ამერიკელმა სომელიეებმა და ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენლებმა დააფუძნეს. SOMM TV ცნობილია მაღალი ხარისხის დოკუმენტური ფილმებით, სერიებითა და ღვინის სამყაროს შესახებ საგანმანათლებლო კონტენტით. პლატფორმის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროექტია დოკუმენტური ფილმების სერია „SOMM“, რომელმაც აღიარება მოიპოვა როგორც პროფესიონალ სომელიეებს, ისე ღვინის მოყვარულებს შორის“, – ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს გავრცელებულ ინფორმაციაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რა ღირს ერთი გრამი ოქრო და ვერცხლი საქართველოში
  • GCCA-მა „ხეირი ნახე“ სააგენტოს გადაწყვეტილების განსაზღვრულ ვადაში შეუსრულებლობის გამო დააჯარიმა
  • „ტყუილია, რომ საქართველოში შემოსული ბენზინი აფხაზეთში გადის!“ – რას ამბობს მიხეილ სააკაშვილი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge