გომის მთაზე გზაზე მომხდარი ავარიის შესახებ “პირველებისთვის” ახალი დეტალები ხდება ცნობილი – როგორც შემთხვევის ადგილიდან “ტვ პირველის” კორესპოდენტი იუწყება, მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელორუსიის ოთხი მოქალაქეა დაღუპული.
ასევე დაშავებულია 20 ადამიანი, მათ შორის ბავშვები. ისინი ოზურგეთის და ჩოხატაურის კლინიკებში არიან გადაყვანილები.
გომის მთის გზაზე სასწრაფო, სამაშველო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებია მობილიზებული. სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.
ტურისტებით სავსე მიკროავტობუსი ხრამში დაახლოებით 2 საათის წინ გადავარდა. “პირველების” ინფორმაციით, საჭეს საქართველოს მოქალაქე მართავდა, რომლის მდგომარეობაც მძიმეა.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო.
