ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ამის შესახებ ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს.
ცნობისთვის, 90-იან წლებში, სვანეთში, 9 წლის ბავშვის მიმართ, სისტემატური გაუპატიურების სავარაუდო საქმეზე გამოძიება დაიწყო. საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით (გაუპატიურება) მიმდინარეობს და მას შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტი იძიებს.
არსებული ინფორმაციით, გამოძიება, დაახლოებით, ერთი თვის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეომიმართვის საფუძველზე დაიწყო.
ნატა ვიბლიანი აცხადებს, რომ 90-იან წლებში, ბავშვობის ასაკში, რამდენიმე წლის განმავლობაში, თანასოფლელი სრულწლოვანი მამაკაცი სისტემატურად აუპატიურებდა. ის, ასევე, გაუპატიურებაში ბრალს კიდევ სამ თანასოფლელს სდებს.
