Wednesday, August 12, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

გზების დეპარტამენტი მძღოლებს აფრთხილებს

August 12, 2026
დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით – ვის დაეკისრება ჯარიმა?

Woman holds the steering wheel of a car with two hands. Driving at night, commuting with an empty fuel tank

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„გვსურს გამოვეხმაუროთ მედიასაშუალება „მთის ამბების” მიერ ქვეშეთი–კობის გზის მშენებლობასთან დაკავშირებით გავრცელებულ სტატიას, რომელშიც სამუშაო პროცესში კონკრეტულ მონაკვეთზე გამოვლენილი შეუსაბამობა განზოგადებულია და იქმნება მცდარი წარმოდგენა, თითქოს პრობლემა მთლიან პროექტს ეხება, მშენებლობის ხარისხი სათანადოდ არ კონტროლდება და გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირება არ ხდება.

არასწორია პროექტის ზედამხედველის მიერ შედგენილი NCR-ის (შეუსაბამობის შესახებ ანგარიშის) „საიდუმლო ანგარიშად” წარმოჩენაც და მისთვის ისეთი მნიშვნელობის მინიჭება, თითქოს ის №6 ხიდის უსაფრთხოების შესახებ საბოლოო საინჟინრო დასკვნას წარმოადგენს.

NCR ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხარისხის კონტროლის ოფიციალური პროცედურის ნაწილია, რომლის საშუალებითაც ზედამხედველი აფიქსირებს კონკრეტული სამუშაოს შეუსაბამობას და კონტრაქტორს ავალებს მის შესწავლასა და გამოსწორებას. №6 ხიდთან დაკავშირებით NCR ოფიციალურად გამოიცა, გაეგზავნა კონტრაქტორს და ინფორმაცია მიეწოდა საავტომობილო გზების დეპარტამენტსაც.

შესაბამისად, NCR-ის არსებობა კონტროლის არარსებობის მტკიცებულება კი არა, სწორედ მოქმედი კონტროლის მექანიზმის დასტურია.

აღნიშნული NCR ეხება №6 ხიდის კონკრეტულ, A1–P1–P2 მონაკვეთის 75-მეტრიან რკინაბეტონის ფილას და არა მთლიან, 218-მეტრიან ხიდს. ზედამხედველმა აღნიშნულ მონაკვეთზე დააფიქსირა ბეტონირების პროცედურისა და არმირების ცალკეული შეუსაბამობა კონტრაქტის მოთხოვნებთან. ამ ფაქტების გამოვლენა, დოკუმენტირება, შესწავლა და მათზე შესაბამისი რეაგირება სწორედ ხარისხის კონტროლის სისტემის ნაწილია.

კონტრაქტორსა და ზედამხედველს შორის გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელზეც განიხილეს გამოვლენილი შეუსაბამობები და მათი გამოსწორების მეთოდოლოგია. შეხვედრა დოკუმენტირებულია. მონაკვეთის სრულყოფილად შესწავლის მიზნით დაწყებულია სიღრმისეული სკანირება და მზადდება შესაბამისი ანგარიში, რომლის საფუძველზეც ზედამხედველი მიიღებს საბოლოო ტექნიკურ გადაწყვეტილებას.

ამასთან, NCR-ის მოთხოვნები კონკრეტულ მონაკვეთს ეხება. შესაბამისად, ხიდის სხვა ნაწილებზე მიმდინარე სამუშაოების წარმოჩენა იმის მტკიცებულებად, თითქოს კონტრაქტორმა ზედამხედველის მოთხოვნის მიუხედავად პრობლემურ მონაკვეთზე მშენებლობა გააგრძელა, სიმართლეს არ შეესაბამება.

ნებისმიერი შეუსაბამობა უნდა გამოვლინდეს, დაფიქსირდეს, სრულყოფილად იქნეს შესწავლილი და გამოსწორდეს – სწორედ ამას ემსახურება NCR-ის პროცედურაც. დადგენილ სტანდარტებთან შეუსაბამო სამუშაო სახელმწიფოს მიერ არ იქნება მიღებული.

მოვუწოდებთ მედიასაშუალებებს, ტექნიკური საკითხების გაშუქებისას მკაფიოდ გამიჯნონ ერთმანეთისგან სამუშაო პროცესში გამოვლენილი შეუსაბამობა და ნაგებობის უსაფრთხოების შესახებ საბოლოო საინჟინრო დასკვნა. მიმდინარე ტექნიკური პროცედურების არასწორი ინტერპრეტაცია და კონკრეტული შემთხვევის მთელ პროექტზე განზოგადებას შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება და განზრახ თუ უნებლიედ იწვევს  პროექტის დისკრედიტაციას“, – ნათქვამია განცხადებაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • კობა ფარტენაძის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია
  • აჭარის ტელევიზიის თანამშრომლის, კობა ფარტენაძის მიმართ მუქარასა და ძალადობაში ბრალდებული ორი პირი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლესაჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტის კობა ფარტენაძის მიმართ მუქარასა და ძალადობაში ბრალდებული ორი პირი, ბათუმის საქალაქო სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. კერძოდ, ბრალდებულები 7000-7000 ლარის სანაცვლოდ გათავისუფლდნენ. გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ მიიღო, ბრალდებულები საპატიმროს გირაოს გადახდის შემდეგ დატოვებენ. საქმე ეხება რამდენიმე დღის წინ, ჟურნალისტზე თავდასხმის ფაქტს, კობა ფარტენაძემ ფაქტის ამსახველი ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაავრცელა, რაზეც მან შესაბამის უწყებებს რეაგირებისკენ მოუწოდა.
  • ნატა ვიბლიანის ადვოკატი განცხადებას ავრცელებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge