ბრაზილიელი სუპერმოდელი ალესანდრა ამბროსიო თითქმის ორწლიანი ურთიერთობის შემდეგ ბაკ პალმერზე დაინიშნა. 45 წლის მოდელმა სასიხარულო ამბავი სოციალურ ქსელში თავად გააზიარა და ნიშნობის რომანტიკული კადრები გამოაქვეყნა.
“ამ ცხოვრებაში და ყველა ცხოვრებაში შენ აგირჩევდი. სამუდამოდ შენი ვიქნები, ჩემო სიყვარულო“, – დაწერა ამბროსიომ.
ამბროსიოსა და პალმერის ურთიერთობის შესახებ პირველად 2024 წლის დეკემბერში გახდა ცნობილი, როდესაც ისინი მაიამიში, Art Basel-ის ღონისძიებაზე, ერთად გამოჩნდნენ. 2025 წლის მარტში კი მოდელმა Us Weekly-სთან ურთიერთობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ წყვილს ერთად ყოფნა და ყოველდღიური ცხოვრებით ტკბობა განსაკუთრებით უყვარს.
“ჩვენ გვიყვარს ერთად ცხოვრება, დროის გატარება და ყველა წვრილმანით ტკბობა“, – ამბობდა მაშინ ამბროსიო.
ამბროსიოს ყოფილი პარტნიორის, ჯეიმი მაზურისგან ორი შვილი ჰყავს – 17 წლის ანია და 14 წლის ნოე.
