2025 წელს საქართველოში მართვის მოწმობაზე მინიჭებული 100 ქულა 560 მძღოლს ამოეწურა, ეს კი 200%-ით მეტია 2024 წლის მაჩვენებელთან შედარებით. მაშინ მართვის მოწმობაზე ქულების 186 პირს გაუნულდა.
რაც შეეხება 2026 წელს, შსს-ს მიერ გამოქვეყნებული ბოლო სტატისტიკის მიხედვით, რომელიც ჯერჯერობით მხოლოდ იანვარ-მარტის პერიოდს მოიცავს, მართვის მოწმობაზე ქულები 165 091 პირს დააკლდა, აქედან სრულად მხოლოდ 31 პირს ამოეწურა.
ცნობისთვის, საქართველოში მართვის მოწმობას ყოველი წლის 1-ელ იანვარს 100 ქულა ენიჭება. მძღოლს პოლიციის მიერ დაფიქსირებული სხვადასხვა სამართალდარღვევისთვის ინდივიდუალური რაოდენობის ქულა აკლდება. მაგალითად, მართვის მოწმობაზე ქულა აკლდებათ სიჩქარის გადაჭარბებაზე, წინა სავარძელზე მგზავრის მიერ ღვედის გაუკეთებლობაზე, მართვისას მობილურზე საუბარისას და ა.შ.
თუ ქულები ნულამდე ამოიწურება, მძღოლს ეკრძალება ავტომობილის მართვა. მართვის უფლების დასაბრუნებლად კი აუცილებელია პრაქტიკული და თეორიული გამოცდების თავიდან ჩაბარება.
რაც შეეხება სტატისტიკას, როგორც უკვე აღვნიშნეთ, წელს 3 თვეში მართვის მოწმობაზე ქულა 165 091 პირს დააკლდა, სრულად მხოლოდ 31 პირს ამოეწურა.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ მონაცემებს იმის შესახებ, თუ რამდენ ადამიანს დააკლდა და სრულად ამოწურა ქულა მართვის მოქმობაზე რეგიონების მიხედვით: (ცნობისთვის, ამ ეტაპზე შსს-ს მიერ გამოქვეყნებულია მხოლოდ პირველი კვარტლის ოფიციალური სტატისტიკა)
თბილისი – დააკლდა – 49 053-ს, ამოეწურა – 7-ს
იმერეთი – დააკლდა – 18 398-ს, ამოეწურა – 3-ს
ქვემო ქართლი – დააკლდა – 18 176-ს, ამოეწურა – 6-ს
აჭარა – დააკლდა – 15 497-ს, ამოეწურა – 4-ს
სამეგრელო-ზემო სვანეთი – დააკლდა – 13 389-ს, ამოეწურა – 1-ს
კახეთი – დააკლდა – 13 360-ს, ამოეწურა – 2-ს
შიდა ქართლი – დააკლდა – 8 635-ს, ამოეწურა – 3-ს
სამცხე-ჯავახეთი – დააკლდა – 4 950-ს, ამოეწურა – 0
გურია – დააკლდა – 4 587-ს, ამოეწურა – 0
მცხეთა-მთიანეთი – დააკლდა – 3 198-ს, ამოეწურა – 1-ს
აფხაზეთი – დააკლდა – 845-ს, ამოეწურა – 0
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – დააკლდა – 681-ს, ამოეწურა – 0
სხვა – დააკლდა – 14 322-ს, ამოეწურა – 4
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ 2026-2030 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია და 2026-2027 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა, რომლის ერთ-ერთი მთავარ მიმართულებად გზებზე სიჩქარის გადაჭარბების შემცირება სახელდება. სტრატეგიის ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით, მთავრობა გეგმავს ვიდეოკამერების მიერ დაფიქსირებული სიჩქარის გადაჭარბების შემთხვევაში მძღოლებისთვის მართვის მოწმობით მინიჭებული ქულების შემცირების სისტემის დანერგვას.
