“განვაახლებ ინფორმაციას , ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი გლოვის კურიერზე თავდასხმის საქმეზე,დავით დვალიშვილთან დაკავშირებით: კვალიფიკაცია დამძიმდა და გამოძიება უკვე 118-ე მუხლით მიმდინარეობს. სასამართლომ უკვე შეუფარდა წინასწარი პატიმრობა თავდასხმაში მონაწილე ორ არასრულწლოვანსა და ერთ სრულწლოვან პირს.
თუმცა, საქმე ჯერ არ დასრულებულა
მოვუწოდებ საზოგადოებას, გამოიჩინონ მაქსიმალური სიფრთხილე, ვინაიდან თავდასხმაში მონაწილე დანარჩენი ორი პირი ამ დრომდე თავისუფლებაზეა!
ჩვენი ბრძოლა გრძელდება სამართლიანობის სრულ აღდგენამდე!“, – წერს ნაცემი გლოვოს კურიერის, დავით დვალიშვილის ადვოკატმა ია სირანიშვილი.
დავით დვალიშვილს თავს 7 აგვისტოს დაესხნენ. დაკავებულია სამი პირი.
