Wednesday, August 12, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ნინი შერმადინი სამართლებრივ დავას იწყებს

August 12, 2026
ნინი შერმადინი სამართლებრივ დავას იწყებს

ნინი შერმადინი სამართლებრივ დავას იწყებს – ასე უპასუხებს მომღერალი იმ ცილისმწამებლურ კამპანიას, რომელიც აგვისტოს ომის წლისთავზე, ხელოვანების წინააღმდეგ ააგორეს.

ბოლო რამდენიმე დღეა, ტროლ-ბოტები სოციალურ ქსელში ხალხის შეცდომაში შეყვანას ცდილობდნენ ინფორმაციით, თითქოს მომღერლების ნაწილი, ვინც დღეს რუსულ პოლიტიკას ღიად აპროტესტებს, 2008 წლის შემდეგ რუსეთში მღეროდა.

შერმადინი ამბობს, რომ აგვისტოს ომის შემდეგ, მას ოკუპანტ ქვეყანაში არ უმღერია, როგორც ამას სამთავრობო მედიები ციტირებენ:

მე არასდროს ჩამიტარებია კონცერტი რუსეთში, თუ არ ჩავთვლით 2005 წელს “იურმალას” კასტინგს. მაშინ ტელეკომპანია “იმედმა” “ნუცას სკოლის” 10-15 მონაწილე აგვარჩია და გაგზავნა ჩვენი მონაცემები “ახალი ტალღის” კონკურსზე, საიდანაც მოვიდა პასუხი, ამ ადამიანებისგან აგვარჩიეს ორი და ეს ორი ბავშვი წაგვიყვანეს მოსკოვში, შიდა შესარჩევ კასტინგზე, სადაც მე არმოვადგენდი არა ნინი შერმადინს, არამედ ქვეყანას. ვფიქრობ, საკმაოდ ღირსეულად და წარმატებულად წარმოვადგინე ჩემი ქვეყანა ჩემი დროშის ქვეშ.

არც რუსოფობი ვარ, არც ხალხი მეზიზღება, არც მათი კულტურა და არც მათი ენა – მე მძულს მათი პოლიტიკა, რომელსაც ატარებენ ჩვენ წინააღმდეგ და მძულს მათი შიზოფრენიკი პრეზიდენტი, რომელიც ტერორისტი და მკვლელია. ეს არ არის მარტო ჩემი განწყობა, ეს არის მსოფლიო განწყობა.

ვერავინ ამიკრძალავს ვთქვა, რომ რუსეთი ოკუპანტია. მე ჩემს სიმართლეს აუცილებლად დავამტკიცებ და მივიყვან იქამდე, სანამდეც ეს საჭირიო იქნება. საჩივარსაც დავწერ და სარჩელსაც შევიტან. აუცილებლად მივმართავ ყველა დაწესებულებას, მივიღებ ყველა სამართლებრივ ზომას, რომ დადგინდეს ვინ დგას “ფეიკ ექაუნთების” უკან”- აცხადებს ნინი შერმადინი “ტვ პირველთან”.

გუშუნვე საგანგებო ვიდეო-მიმართვა გაავრცელა მომღერალმა გიორგი (სუხიტა) სუხიტაშვილმა. მუსიკოსები აღნიშნავენ, რომ მათ შესახებ FAKE ინფორმაცია გაავრცელა FACEBOOK-ის მომხმარებელმა ქეთევან მიქიაშვილმა, რომელიც მითების დეტექტორის კვლევით სინამდვილეში “ტროლია”.

აღნიშნულმა ანგარიშმა გამოაქვეყნა ქართველი მომღერლების სია

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • მუნიციპალიტეტები 52.7 მლნ ლარის დახმარებას მიიღებენ -როგორ გადანაწილდება თანხა
  • მთავრობის ადმინისტრაციაში ამ წუთებში სპეციალური ბრიფინგი ტარდება
  • ფატალური საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების მაჩვენებლით საქართველო ბოლოდან მე-2 ადგილზეა ევროპისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge