Wednesday, August 12, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“სახელმწიფო და მმართველი გუნდი მნიშვნელოვან საქმეებს ხმაურის გარეშე აკეთებს” – დავით ჩიხელიძე განცხადებას აკეთებს

August 12, 2026
“სახელმწიფო და მმართველი გუნდი მნიშვნელოვან საქმეებს ხმაურის გარეშე აკეთებს” – დავით ჩიხელიძე განცხადებას აკეთებს

სახელმწიფო და მმართველი გუნდი მნიშვნელოვან საქმეებს ხმაურის გარეშე აკეთებს – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ექსპერტი დავით ჩიხელიძე წერს.

„ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტებისთვის ინოვაციური მედიკამენტის, „ტრიკაფტას“ შესყიდვაზე ჯანდაცვის სამინისტრომ ამერიკულ კომპანია „ვერტექს ფარმასიუტიკალსთან“ ხელშეკრულება უკვე გააფორმა. მედიკამენტი FDA-სა და EMA-ს მიერ არის ავტორიზებული და ცისტური ფიბროზის შესაბამისი გენეტიკური მუტაციების მქონე პაციენტებისთვის დაავადების გამომწვევ გენეტიკურ მექანიზმზე მოქმედებს.

აქ ყველაზე მნიშვნელოვანი
სხვა რამეა, ამ ყველაფერს არ დასჭირვებია არც მიტინგი, არც აქცია, არც კამერების წინ დადგომა და არც პოლიტიკური შოუ. სახელმწიფომ უბრალოდ გააკეთა ის, რაც ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვისთვის უნდა გაეკეთებინა.

მით უმეტეს, საუბარი იაფ მედიკამენტზე ნამდვილად არ არის. ღია წყაროებში „ტრიკაფტას“ წლიური ღირებულება ერთ პაციენტზე დაახლოებით 310-370 ათას აშშ დოლარად სახელდება. თუ
პირობითად 60 პაციენტზე დავითვლით, თანხა დაახლოებით 19-22 მილიონი დოლარი არის, ზუსტი საკონტრაქტო ღირებულება სამინისტროს არ გაუსაჯაროებია, თუმცა მასშტაბი ცხადია ეს არის ძალიან დიდი ფინანსური რესურსი, რომლის გაღებაც სახელმწიფომ უარი არ თქვა, როდესაც საქმე ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ეხება.

მაქვს ლოგიკური კითხვა, სად არიან ის პოლიტიკოსები და „ექსპერტები“, რომლებიც დიუშენის სინდრომით დაავადებულთა შემთხვევაში აქტიურად აკრიტიკებდნენ სახელმწიფოს და მას მედიკამენტების არ შესყიდვაში ადანაშაულებდნენ, როგორც გაირკვა საქმე არა ფინანსებში არამედ მოქალაქის ჯანმრთელობაშია, სახელმწიფო არ შემოიტანს მედიკამენტს რომელიც პაციენტის მდგომარეობას დაამძიმებს.

სად არიან ბაკარაძე, ტურძილაძე, ბუწაშვილი და სხვები?

ცისტური ფიბროზი ნაკლებად მძიმე დაავადებაა? „ტრიკაფტა“ ნაკლებად ღირებული მედიკამენტია?
თუ ადამიანის ჯანმრთელობა მხოლოდ მაშინ ხდება აქტუალური, როცა მის გარშემო პოლიტიკური კამპანიის, მიტინგისა და ხმაურის მოწყობაა შესაძლებელი? რეალურად ადამიანის სიცოცხლით მოვაჭრე სვავები ხართ, რომლისთვისაც მთავარი პოლიტიკური ქულების დაწერაა და არა ადამიანის ჯანმრთელობა.

საინტერესოა ერთი გარემოება: როგორც ახლა ჩანს, დიუშენის შემთხვევაში პრობლემა მხოლოდ მედიკამენტის მაღალი ღირებულება არ ყოფილა. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორ აიხსნება ის, რომ ცისტური ფიბროზის მედიკამენტის შესაძენად, რომლის ღირებულებაც შესაძლოა კიდევ უფრო მაღალი იყოს, არც აქციები გამართულა და არც მიტინგების ჩატარება გამხდარა საჭირო?“, – წერს დავით ჩიხელიძე.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • მუნიციპალიტეტები 52.7 მლნ ლარის დახმარებას მიიღებენ -როგორ გადანაწილდება თანხა
  • მთავრობის ადმინისტრაციაში ამ წუთებში სპეციალური ბრიფინგი ტარდება
  • ფატალური საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების მაჩვენებლით საქართველო ბოლოდან მე-2 ადგილზეა ევროპისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge