Wednesday, August 12, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ირაკლი კობახიძემ საჯარო დაწესებულებებში, 1-ელი ოქტომბრიდან ანაზღაურებადი სტაჟირების დაწყების საკითხზე დადგენილება გამოსცა

August 12, 2026
ირაკლი კობახიძემ საჯარო დაწესებულებებში, 1-ელი ოქტომბრიდან ანაზღაურებადი სტაჟირების დაწყების საკითხზე დადგენილება გამოსცა

საჯარო დაწესებულებებში, ასევე, საჯარო დაწესებულებების სისტემაში შემავალ საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებში ანაზღაურებადი სტაჟირება 2026 წლის 1-ელი ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.

პრემიერ-მინისტრის შესაბამისი დადგენილება 11 აგვისტოსაა გამოქვეყნებული.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, 2026 წლის პირველი სექტემბრიდან საჯარო დაწესებულებებში, ასევე საჯარო დაწესებულებების სისტემაში შემავალ საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებში (გარდა კულტურული, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევითი, სასპორტო, რელიგიური და წევრობაზე დაფუძნებული საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირებისა) ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი გამოცხადდება.

სტაჟირების პერიოდი განისაზღვროს 2026 წლის 1-ელი ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით; სტაჟიორის კონკურსზე განაცხადის წარდგენის ვადად განისაზღვროს 2026 წლის 1 სექტემბრიდან 2026 წლის 10 სექტემბრის ჩათვლით პერიოდი, გამოცხადებული კონკურსების შესაბამისად; სტაჟირებაზე განაცხადის წარდგენა განხორციელდეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე − www.vacancy.hr.gov.ge;” – ნათქვამია დადგენილებაში.

ამასთან, დოკუმენტის მიხედვით, სტაჟირების გავლა შეეძლება პირს, თუ ის სწავლობს უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (დამამთავრებელი სასწავლო წლის შემთხვევაში) ან მეორე საფეხურზე ან დასრულებული აქვს უმაღლესი განათლების პირველი ან მე-2 საფეხური 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში.

„ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს პარლამენტის აპარატზე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების აპარატებზე, საქართველოს ეროვნული ბანკის აპარატზე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აპარატზე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატზე, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატზე, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საარჩევნო კომისიების აპარატებზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს აპარატზე, საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაზე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაზე, ამავე სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაზე − სპეციალურ პენიტენციურ სამსახურზე და ამავე სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე – აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურზე, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაზე, დიპლომატიურ სამსახურზე, საქართველოს პროკურატურაზე, ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოზე, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემასა და სსიპ – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურზე”, – ნათქვამია დოკუმენტში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რა ღირს ერთი გრამი ოქრო და ვერცხლი საქართველოში
  • სასკოლო ფორმების ყიდვა ნაღდი ფულით შეუძლებელი იქნება
  • გიორგი ბარამიძის განცხადებების საფუძველზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, პროკურატურაში ვეტერანებს და ომის უშუალო მონაწილეებს დღესაც გამოკითხავენ

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge