საწვავის კრიზისია ოკუპირებულ აფხაზეთში. ბენზინგასამართ სადგურებთან კილომეტრიანი რიგები დგას.
ასობით მანქანა საათობით დგას რიგში, თუმცა საწვავი არ არის. ვითარება რომ უმძიმესია, ამას აღიარებს მარიონეტული რეჟიმიც. ე.წ. პრეზიდენტმა საგანგებო თათბირზე განაცხადა, რომ სიტუაციის ნორმალიზებამდე პრიორიტეტულ რეჟიმში საწვავით უზრუნველყოფენ ძალოვან სტრუქტურებს, სამართალდამცავ ორგანოებს, სამედიცინო დაწესებულებებს, სოციალურ და კომუნალურ სამსახურებს.
სინამდვილეში სიტუაცია არც ისე მარტივია, მაგრამ დასტაბილურებისთვის მიიღება ზომები. მოცემულ მომენტში ის გარემოებები, რომელიც ითვლება ხელის შემშლელად, ჯერჯერობით არ ითვლება. რესპუბლიკის უზრუნველყოფა ისეთი რესურსით, როგორიც ბენზინია, ჯერჯერობით ვერ ხერხდება.
ბენზინი არ არის ისე ხელმისაწვდომი, როგორც ეს რესპუბლიკას სჭირდება.
ყოველდღიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები რუსეთის მხარესთან, მუშაობა არც ერთი წუთით არ ჩერდება”- აცახდებენ მარიონეტულ რეჟიმში.
ოკუპირებულ აფხაზეთში აღიარებენ, რომ რუსეთში საწვავის მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემები ერთ თვეზე მეტია გრძელდება.
ამავე დროს, აფხაზური გამოცემა „აფსნი პრესი“ წერს, რომ სოხუმში „დროებით“ გაიზარდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფასები, რაც პირდაპირ უკავშირდება საწვავისა და საპოხი მასალების ბაზარზე არსებული ვითარებას.
