საქართველოში ბენზინი ისევ ძვირდება – ბოლო ორ კვირაში საწვავის ფასი 5-დან 15თეთრამდე გაიზარდა.
რიგ ბენზინ გასამართ სადგურებზე სუპერის ფასი მერყეობს 4,27 ლარამდე.
ახლო აღმოსავლეთში ვითარების ესკალაციის ფონზე, პროგნოზები კიდევ უფრო მძიმეა, ამიტომ ახლა ჩნდება კითხვა, რა გეგმა აქვს საქართველოს ხელისუფლებას?
ეკონომისტები ამბობენ, რომ აქციზის დროებით გაუქმება ერთ-ერთი გამოსავალია, რაც ბენზინზე ფასს მინიმუმ ერთი ლარით შეამცირებს, თუმცა ამ ნაბიჯს მათივე თქმით, “ოცნება” არ დგამს.
