Tuesday, August 11, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home კრიმინალური ამბები

ბიზნესმენის მკვლელობის საქმე – ოჯახის წევრები ეჭვობენ, რომ ექსპერტიზის დასკვნა გაყალბებულია

August 11, 2026
ლაგოდეხში, სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე კაცის ცხედარი იპოვეს

თბილისში, ვაკის კორტებთან მოკლული მალხაზ ბოკუჩავას ოჯახის წევრები ეჭვობენ, რომ ექსპერტიზის დასკვნა, რომლის საფუძველზეც ბრალდებული მალხაზ ბაგათელია იძულების წესით სასჯელს ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოიხდის, გაყალბებულია, ან სამედიცინო შემოწმება ისეთმა ექსპერტმა ჩაატარა, რომელსაც შესაბამისი გამოცდილება არ ჰქონდა.

მოკლული მალხაზ ბოკუჩავას ოჯახის წევრები “ტვ პირველთან” ამბობენ, რომ კადრები, რომელიც საქმეში დევს და მალხაზ ბაგათელიას ქმედებები არ იძლევა იმის საფუძველს, რომ 52 წლის კაცი დანაშაულის ჩადენის მომენტში შეურაცხადი იყო.

“სამხარაულის დასკვნამ ერთი ხელის მოსმით გაანადგურა მთელი ეს ძალისხმევა, როცა დაწერა დასკვნა და პირს 16 წლიანი სასჯელი აარიდა. ეს ან გამოწვეულია ექსპერტის, ქალბატონი დადიანის არაკომპეტენტურობით, ან კიდევ სახეზე შეიძლება გვქონდეს კორუფციული გარიგება. მოცემულ შმთხვევაში, ექსპერტიზის დასკვნა ეყრდნობა სამ ელემენტს – პირველი ეს გახლავთ თავად ბაგათელიას გამოკითხვა, რომელიც ამბობს, რომ იცოდა რას ჩადიოდა და აღნიშნავს, რომ მომხდარს არ ნანობს – ვიცოდი რომ მოვკალი და ვიცოდი, რომ კანონის წინაშე მომიწევდა პასუხისგებაო. მეორე არის მისი მეუღლის, ნანა სარიას ჩვენება, სადაც ამბობს, რომ ბაგათელია ოჯახში მშვიდი და გაწონასწორებული პირი იყო. მესამე: ფსიქიკური ცენტრებიდან გამოთხოვილი ინფრმაციაში ცალსახად, პირდაპირ წერია, რომ ერთ დოკუმენტში წერია, რომ ბაგათელია იყო ფსიქიურად ჯანმრთელი, ხოლო მეორე ცნობაში წერია, რომ არასდროს ყოფილა აღრიცხული ფსიქიატრიულ დაწესებულებაში ბაგათელია.

ექსპერტიზის დასკვნაში არ არსებობს მტკიცებულება, როემელიც გაამყარებდა დასკვნას. ამასთან, ექსპერტიზის დასკვნაში არ არის გამოყენებული მეცნიერული დასკვნა, მეთოდოლოგია, რის საფუძველზედ დაასკვნეს, რომ ბაგათელია არის შურაცხადი. პირიქით, აბსოლუტურად ყველაფერი, რაც მსჯელობაშია ასახული, ადასტურბს იმას, რომ ეს ადამიანი იყო ფსიქიკურად ჯანსაღი, არ ჰქონია არანაირი პრობლემა, აღრიცხული არ ყოფილა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში – აი ამ მსჯელობის მიუხედავად, ექსპერტი ასკვნის, რომ თურმე ბაგათელია ყოფილა შეურაცხადი”- აცხადებს ახალი წლის ღამეს, თბილისის ცენტრში მოკლული ბიზნესმენის ახლობელი.

ვაკის კორტებთან მალხაზ ბოკუჩავას მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ მალხაზ ბაგათელიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა გუშინ შეწყდა. მიზეზი ექსპერტიზის დასკვნა გახდა, სადაც წერია, რომ ბრალდებულს შეურაცხადობა დაუდგინდა.

მოსამართლე თამარ მჭედლიშვილის გადაწყვეტილებით, ბაგათელიას ხონის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში 4 წლით იძულებითი მკურნალობა დაენიშნა.

შეგახსენებთ, რომ მკვლვლობა ვაკის კორტებთან 31 დეკემბერს მოხდა. მომხდარი მკვლელობის საქმეზე მალხაზ ბაგათელია დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა), 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) და 260-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა) წარედგინა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ბათუმში ახალგაზრდა ქალი კორპუსიდან ჩამოვარდა – რა ვითარებაა ადგილზე
  • “ვიდრე ეს ძალები იქნებიან მთავარი ოპოზიციური ძალა, მანამდე „ქართული ოცნება“ და მმართველი ძალა განწირული იქნება გამარჯვებისთვის” – მიხეილ ყაველაშვილი
  • “დასტურდება, რომ ალეკო ელისაშვილის საქმეში არ ფიგურირებს არანაირი ტერორიზმის ბრალი, ეს არის გამოგონილი, მხოლოდ პროპაგანდაზე ორიენტირებული ბრალდება” – ირაკლი კუპრაძე განცხადებას ავრცელებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge