Tuesday, August 11, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

საქართველოს საპენსიო ფონდი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

August 10, 2026
პენსია იზრდება – გაიგეთ, ვის რამდენი ემატება

ივლისში საპენსიო ფონდის პორტფელების შედეგები, ძირითადად, აზია-წყნარი ოკეანისა და განვითარებადი ქვეყნების სააქციო ბაზრებზე დაფიქსირებულმა კლებამ განსაზღვრა, რაც ხელოვნური ინტელექტის სექტორში განხორციელებული ინვესტიციების უკუგებასთან დაკავშირებულმა გაურკვევლობამ და ტექნოლოგიური აქციებიდან სხვა სექტორებისკენ როტაციამ გამოიწვია, – ინფორმაციას საქართველოს საპენსიო ფონდი ავრცელებს.

უწყების ცნობით, აშშ დოლართან მიმართებით ლარის 0.71%-იანი გამყარებამ უცხოურ ვალუტაში დენომინირებული აქტივების შემოსავლიანობა დამატებით შეამცირა, თუმცა აღნიშნული კლება ადგილობრივი ფიქსირებული შემოსავლის ინსტრუმენტების სტაბილურმა შედეგმა დააბალანსა.

„შედეგად, ივლისში ყველაზე მაღალი, 0.36%-იანი ზრდა კონსერვატიულმა პორტფელმა აჩვენა, რაც ამ პორტფელში ადგილობრივი ინსტრუმენტების უფრო მაღალი წილით აიხსნება. ამავე პერიოდში დაბალანსებული პორტფელი 0.27%-ით, ხოლო დინამიკური პორტფელი 1.03%-ით შემცირდა.

აღსანიშნავია, რომ ივლისში დაფიქსირებული 0.45%-იანი თვიური დეფლაციის გათვალისწინებით, კონსერვატიული და დაბალანსებული პორტფელების რეალურმა თვიურმა შემოსავლიანობამ, შესაბამისად, 0.81% და 0.17% შეადგინა, ხოლო დინამიკური პორტფელის შემთხვევაში -0.58%.

ივლისის შედეგის მიუხედავად, სამივე პორტფელი წლის დასაწყისიდან დღემდე მაღალ მომგებიანობას ინარჩუნებს, დინამიკური პორტფელი კი ლიდერობას აგრძელებს:

🔹 დინამიკური – 7.45% (რეალური მომგებიანობა ინფლაციის გათვალისწინებით: 3.45%)
🔹 დაბალანსებული – 7.18% (რეალური: 3.20%)
🔹 კონსერვატიული – 6.79% (რეალური: 2.82%)

დინამიკური პორტფელი შექმნის დღიდან მიღებული შემოსავლიანობითაც ლიდერობს და მისი გაწლიურებული ამონაგები 14.03%-ს (რეალური: 9.79%) შეადგენს. დაბალანსებული და კონსერვატიული პორტფელების შემთხვევაში შესაბამისი მაჩვენებლები 12.98% (რეალური: 8.78%) და 10.28%-ია (რეალური: 4.40%).

ივლისის ბოლოსთვის საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 9.7 მილიარდ ლარს გადააჭარბა, მათ შორის ჯამური მოგება 2.9 მილიარდი ლარია.

ფონდის აქტივების, საინვესტიციო პორტფელების განაწილებისა და შედეგების დეტალური მიმოხილვისთვის, გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს ინტერაქტიულ ანგარიშებს.

სრული ყოველთვიური საინვესტიციო ანგარიშების სანახავად, გთხოვთ ეწვიოთ ბმულს“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დააკავეს ცოლ-ქმარი, რომელიც მოხუცს აუპატიურებდა და სცემდა
  • “1500 ლირის სანაცვლოდ სხვა კაცებთან სექსუალურ კავშირს მაიძულებდა“ – თურქეთში, ქმრის მკვლელობაში ბრალდებული ქართველი ქალის ჩვენება
  • კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 111-მდე გაიზარდა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge