Monday, August 10, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home კრიმინალური ამბები

ფარცხალაძის საქმეში ახალი დეტალები

August 10, 2026
ფარცხალაძის საქმეში ახალი დეტალები

ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის სისხლის სამართლის საქმეში ახალი ჩვენებები გაჩნდა. დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე გაირკვა, რომ ფარცხალაძის ადვოკატმა ის მოსკოვიდან ჩამოიტანა. უფრო კონკრეტულად, ექს-პროკურორის ადვოკატი მოსკოვში იმყოფებოდა, სადაც გამოკითხა ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის, „დედ ხასანის“ შვილიშვილი ირაკლი უსოიანი – პირი, რომელიც გამოძიების ვერსიით, ჯანგველაძის მკვლელობის დამკვეთია.

დაცვის მხარე საქმეზე სწორედ ამ გამოკითხვის ოქმის დართვას მოითხოვს საქმის მასალებში. ადვოკატების თქმით, უსოიანი ოქმში განმარტავს, რომ მისი ოჯახი „შურისძიებაზე უარს აცხადებს“.

ამასთან, ირკვევა ისიც, რომ გამოკითხულია კრემლისტური პარტია “სოლიდარობა მშვიდობისთვის” ლიდერი მამუკა ფიფია, რომელიც ჩვენებაში წერს, რომ ფარცხალაძეს ჯანგველაძის მკვლელობის მოტივი არ ჰქონია.

პროკურატურა სწორედ ირაკლი უსოიანის ჩვენებისა და დაცვის მხარის მიერ რუსეთის ფედერაციაში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების დაუშვებლად ცნობას ითხოვს.

რომანოვ-ფარცხალაძის ადვოკატებს დასაკითხ პირთა სიაში ჰყავთ ირაკლი უსოიანი, მამუკა ფიფია, ნიკოლოზ კარტოზია და გიორგი ნინიკაშვილი.
“ირაკლი უსოიანი ჩვენებაში ამბობს, ბაბუაჩემმა დაგვიბარა, თუ რამე მოგვივიდა პასუხი არავის მოკითხოთო, ამგვარი შინაარსისაა დანარჩენი გამოკითხვაც და შინაარსობრივ ნაწილში არაფრის მომცემი არაა. ერთ-ერთი ადვოკატი ჩავიდა რუსეთში და გამოკითხა ეს ადამიანები. უცხოეთში საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ორი გზა არსებობს. ერთი გზა არის სამართლებრივი დახმარება, რასაც სახელმწიფო აწარმოებს და მეორე, სამართლებრივი დახმარების მიღმა მტკიცებულების მოპოვება, რასაც პროკურორის თანხმობა სჭირდება. ამიტომ ეს არის კანონის დარღვევით მოპოვებული მტკიცებულებები”,- განაცხადა პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ.

ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულების საქმეში დევს პოლიციელ რომიკო გოგიაშვილის პატაკი, რომლის მიხედვით, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ერთ-ერთ შემკვეთად ე.წ. კანონიერი ქურდის, “დედ ჰასანის” შვილიშვილი, ირაკლი უსოიანია მოხსენიებული. პოლიციელი წერდა, რომ ირაკლი უსოიანი თვლიდა, რომ ბაბუის მკვლელობაში სწორედ ჯანგველაძეების ხელი ერია.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “საქმის მასალებში წერია, რომ ალექსანდრე გაბაშვილი ნია იმნაძეს პირობას აძლევს, ვციტირებ: “მოგიგვარებ საქმეს მასწავლებლებთან…” – რას ამბობს ეკა კუპატაძე
  • „დადეთ დაფნა სუფრის ქვეშ…“ – ეზოთერიკოსი ფინანსების მოზიდვის პრაქტიკას გვიზიარებს
  • ვარშავაში პოლიციამ “სასტიკ” ყაჩაღობაში ეჭვმიტანილი საქართველოს ხუთი მოქალაქე დააკავა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge