Monday, August 10, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

მთავრობის განკარგულებით, თელავში სტიქიით დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა იწყება

August 10, 2026
მთავრობის განკარგულებით, თელავში სტიქიით დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა იწყება

ხიდის მშენებლობა, გზებისა და კალაპოტის გაწმენდა – მთავრობის განკარგულებით, თელავში სტიქიით დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა იწყება
მთავრობამ საავტომობილო გზების დეპარტამენტს 12 ივლისს, ქალაქ თელავში განვითარებული სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო და აღდგენითი სამუშაოების, ასევე მათთან დაკავშირებული საპროექტო და საზედამხედველო მომსახურებების განხორციელება დაავალა. შესაბამის განკარგულებას ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს.

დოკუმენტის თანახმად, უწყების მიერ თელავსა და მის მიმდებარე სოფლებში განსახორციელებელი სამუშაოები რამდენიმე ძირითად მიმართულებას მოიცავს. კერძოდ:

ქალაქ თელავში, მდინარე თელავისხევის მარჯვენა და მარცხენა ნაპირებზე, კავკასიონის ქუჩაზე გამავალი ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზისა (სავარაუდო სიგრძით – 1.3 კმ) და მის პარალელურ ქუჩაზე გამავალი გზის (სავარაუდო სიგრძით – 1.3 კმ) ჩამოტანილი ქვაღორღოვანი მასისგან გაწმენდა და დაზიანებული მონაკვეთების აღდგენა;
კავკასიონისა და სეხნიაშვილის ქუჩების კვეთაზე დაზიანებული ხიდის სანაცვლოდ ახალი საავტომობილო ხიდის მშენებლობა;
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ გულგულასთან მიმდებარე ტერიტორიის გაწმენდა ქვაღორღისგან, მდინარე თელავისხევის კალაპოტის გაწმენდა კავკასიონის ქუჩიდან მდინარე ალაზნის შესართავამდე და დაზიანებული დამცავი ჯებირის აღდგენა;
თელავის აეროპორტის მიმდებარედ ქვაღორღოვანი მასის გაწმენდა და არსებული ხევის ფორმირება;
სოფელ ვარდისუბნის მიმდებარედ მდინარე მაწანწარის ხევის ფორმირება და დაზიანებული ნაპირსამაგრი ნაგებობების აღდგენა;
მდინარე თელავისხევის სათავეში არსებული ღვარცოფდამჭერი ნაგებობების გაწმენდა, მდინარის კალაპოტში არსებული არხის დაზიანებული მიმღები სათავისისა და ბეტონის ჯებირების აღდგენა, ასევე თელავისხევის პარალელურად გამავალი დაზიანებული ადგილობრივი გზების აღდგენა.
მთავრობის განკარგულებით, აღნიშნული სამუშაოები და მათთან დაკავშირებული საპროექტო მომსახურება საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და შპს „ჯიარჯის“ შორის 2026 წლის 30 ივნისს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელდება.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ დეპარტამენტმა დაკისრებული მოვალეობები შესაბამის წელს მისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში უნდა უზრუნველყოს. საჭიროების შემთხვევაში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2026-2027 წლებში დამატებითი ფინანსური სახსრების მოძიებაც უნდა უზრუნველყოს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “საქმის მასალებში წერია, რომ ალექსანდრე გაბაშვილი ნია იმნაძეს პირობას აძლევს, ვციტირებ: “მოგიგვარებ საქმეს მასწავლებლებთან…” – რას ამბობს ეკა კუპატაძე
  • „დადეთ დაფნა სუფრის ქვეშ…“ – ეზოთერიკოსი ფინანსების მოზიდვის პრაქტიკას გვიზიარებს
  • ვარშავაში პოლიციამ “სასტიკ” ყაჩაღობაში ეჭვმიტანილი საქართველოს ხუთი მოქალაქე დააკავა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge