Monday, August 10, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე რუსეთის კომუნისტური პარტიის რიგებში შევიდა

August 10, 2026
ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე რუსეთის კომუნისტური პარტიის რიგებში შევიდა

“პირველების” ინფორმაციით, ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე რუსეთის კომუნისტური პარტიის რიგებში შევიდა.

უცნობია, რაში სჭირდება პოლიტიკოსის სტატუსი საქართველოს პროკურატურის მიერ ძებნილს კაცს.

“tV პირველის” მოპოვებული ინფორმაციის შესახებ ყოფილი გენერალური პროკურორის ადვოკატს ჰკითხა, გაგი მოსიაშვილმა თქვა, რომ ფარცხალაძის პოლიტიკურ გეგმებზე არაფერი იცის.

ამის პარალელურად, სისხლის სამართლის საქმეში გაჩნდა ახალი ჩვენება. ფარცხალაძის ადვოკატმა ის მოსკოვიდან ჩამოიტანა.

ჩემთვის ცნობილია, რომ ოთარ რომანოვ – ფარცხალაძე არის ბიზნესში. მისი პოლიკური აქტიურობის შესახებ ჩემთვის ცნობილი არ არის”- განაცხადა ადვოკატმა.

როგორც დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე გახდა ცნობილი, საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები რუსეთშიც ჩატარდა. ფარცხალაძის ადვოკატი მოსკოვში იმყოფებოდა, სადაც გამოკითხა ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის, „დედ ხასანის“ შვილიშვილი ირაკლი უსოიანი – საუბარია პირზე, რომელიც გამოძიების ვერსიით, ჯანგველაძის მკვლელობის დამკვეთია.

დაცვის მხარე საქმეზე სწორედ ამ გამოკითხვის ოქმის დართვას მოითხოვს. ადვოკატების თქმით, უსოიანი ოქმში განმარტავს, რომ მისი ოჯახი „შურისძიებაზე უარს აცხადებს“. ამასთან, დაცვის მხარე ითხოვს იმ ინფორმაციის დართვასაც, რომელიც უშუალოდ რუსული გამოძიებისგან გამოითხოვეს.

“რაც არ უნდა მომივიდეს, გახსოვდეთ, არასდროს იკითხოთ ჩემი ამბავი, მის დანაბარებს ვასრულებთ პირნათლად”- აცხადებს უსოიანი ბიზნესმენ ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის ადვოკატებისთვის მიცემულ ჩვენებაში.

ამასთან, გამოკითხულია კრემლისტური პარტია “სოლიდარობა მშვიდობისთვის” ლიდერი მამუკა ფიფია, რომელიც ჩვენებაში წერს, რომ ფარცხალაძეს ჯანგველაძის მკვლელობის მოტივი არ ჰქონია.

გაგი მოსიაშვილის თქმით, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძისთვის წარდგენილი ბრალდება აბსურდულია.

მისივე თქმით, დაცვის მიერ წარდგენილი ინფორმაცია ადასტურებს, რომ არანაირი სახის კონფლიქტი, დაძაბულობა, ბიზნეს ინტერესები, ალკოჰოლი თუ სიგარეტი საქმეში არ ფიგურირებს და ეს არის პატაკის ავტორის მიერ გარკვეულწილად მონაყოლი ზღაპარი, რომლის ფრთაშესხმასაც საგამოძიებო ორგანო წარმატებით ცდილობს:

საბანკო გადარიცხვები ადასტურებს თურმე, რომ ოთარ რომანოვა-ფარცხალაძის ბრალეულობას ამ უმნძიმეს დანაშაულთან დაკავშირებით, რაც რბილად რომ ვთქვათ, სამართლებრივი ბელექტრისტიკაა. ბრალდების მხარე თავის ე.წ. პატაკებში სხვადასხვა ფორმით, სხვადასხვა ფორმულირებით, ცდილობს სასამართლო გარკვეულწილად ეჭვის ფორმატში დააჯეროს, რომ რაღაც გარკვეული სახის კონფლიქტური სიტუაცია იყო ამ ადამიანებს შორის. კონკრეტულ შემთხვევაში, დაცვის მიერ წარდგენილი ინფორმაცია ადასტურებს, რომ არანაირი სახის კონფლიქტი, დაძაბულობა, არანაირი სახის ბიზნეს-ინტერესები, არანაირი სახის ალკოჰოლი თუ სიგარეტი საქმეში არ ფიგურირებს და ეს არის პატაკის ავტორის გარკვეულწილად მონაყოლი ზღაპარი. ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე “ოქროს მოწმეებად” წოდებული რუსეთის 2 მოქალაქე იძლევა ირიბ ჩვენებას, რომელიც თურმე საუბრობს გარკვეულ კონფლიქტზე. აღნიშნული პირები ბრალდებულნი არიან ცრუ დასმენასთან დაკავშირებით. იმის ნაცვლად, რომ საგამოძიებო ორგანო არკვევდეს, ეს ნამდვილად ასეა თუ არა, კბილებით იცავენ მიკულსკისა და ნარცისოვას.

ბრალდების მხარის ვერსია არის ანულირებული – გაცამტვერებული. პატაკი და პატაკზე არსებული ინფორმაცია, რამდენად აბსურდულია, ამას ადასტურებს იგივე ირაკლი უსოიანის გამოკითხვა, რომელმაც თავის გამოკითხვის ოქმში აღნიშნული შეაფასა, როგორც სრულ აფსურდად”- განაცხადა გაგი მოსიაშვილმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “საქმის მასალებში წერია, რომ ალექსანდრე გაბაშვილი ნია იმნაძეს პირობას აძლევს, ვციტირებ: “მოგიგვარებ საქმეს მასწავლებლებთან…” – რას ამბობს ეკა კუპატაძე
  • „დადეთ დაფნა სუფრის ქვეშ…“ – ეზოთერიკოსი ფინანსების მოზიდვის პრაქტიკას გვიზიარებს
  • ვარშავაში პოლიციამ “სასტიკ” ყაჩაღობაში ეჭვმიტანილი საქართველოს ხუთი მოქალაქე დააკავა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge