გორში სტადიონთან მანქანა ქალს დაეჯახა – ამის შესახებ ინფორმაციას “მთავარ” არხს შსს უდასტურებს. დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
