გლდანის რაიონში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გაზსადენის დაზიანების გამო 4100 აბონენტს გაზმომარაგება შეუწყდა – ინფორმაციას “თბილისი ენერჯი” ავრცელებს.
მათივე თქმით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა თბილისი ენერჯის კუთვნილი გაზსადენი, რის გამოც, დღეს 10 აგვისტოს 15:00 საათიდან გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა:
გლდანის რ-ში, დაბა ზაჰესის ტერიტორიაზე – ბიჭვინთის, ენერგეტიკების (ახლ. შალვა აფხაიძის), მშვიდობის, თავისუფლების, კასკადის, ავჭალის ქუჩებზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას, მიმდებარედ ბიჭვინთის, სკოლის, უწერის, ჩიქვანაიას, გოჩა ცქიტიშვილის, სხვიტორის, ხანძთელის, ,მანაგაძის, მაყაშვილის, შუშის, რევოლუციის, ბარისაკოს, ანდრონიკაშვილის, ჭიჭინაძის, კეცხოველის, ყაზბეგის, პლატინის და მიმდებარე ქუჩების კერძო სექტორის მოსახლეობას, აგრეთვე აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ მსხვილ და მცირე კომერციულ ობიექტებს, მათ შორისაა: შპს ,,ზაჰესი 2007” (საბაჟო ტერმინალი), შპს ,,ჯავარდინი”, შპს ,,ვაზი პლიუსი”, შპს ,,თბილცემენტგრუპი”, შპს ,,სატრაპეზო”, შპს ,,ზაჰესი პლაზა”, შპს ,,აგროქემიკალს ჯორჯია”, შპს ,,საქენერგორემონტი”, # 208-ე საჯარო სკოლა, შპს ,,ჯორჯიან ბეტონ კომპანი”, შპს ,,ქართლი”, შპს ,,სპეცჰიდრომშენი”, წმ. გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძარი, შპს ,,ერ არეა”, შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტი, სპეციალური პენიტენციური სამსახურის # 11-ე დაწესებულება (კოლონია), შპს ,,ჯე ფიქს კოლორი”, შპს ,,თ.ბ.თ. ჯგუფი”, შპს ,,მზიური”, შპს ,,ოკეანე 10”, კასკადის ქუჩაზე – ზაჰესის საბავშვო ბაგა-ბაღი და სხვა.
აგრეთვე გაზმომარაგება შეუწყდება დიღმის საცდელ მეურნეობაში – დიღომი-9-ის ტერიტორიაზე (ნიკოლოზ ჩაჩავას, მანანა მელქაძის, დიღმისწყლის, მაღალაძეების ქუჩების) მცხოვრებ კერძო სექტორის მოსახლეობას.
გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება დღეს, 20:00 დან და დასრულდება 22:00 საათისთვის.
გთხოვთ ყურადღებით იყოთ და არ დატოვოთ გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში.
თუ იგრძენით გაზის სუნი დარეკეთ მითითებულ ნომრებზე:
ცხელი ხაზი: +995 32 2404004
სწრაფი რეაგირების სამსახური 114″- წერია განცხადებაში.
