ფრაქცია “გახახარია საქართველოსთვის” მოითხოვს ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს – შესაბამისი განცხადება დღეს ფრაქცია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა ვიკა ფილფანმა გააკეთა.
საქმე ეხება ირაკლი კობახიძის მიერ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე გაკეთებულ განცხადებას.
ოპოზიციის შეფასებით, ის რაც კობახიძემ გააკეთა ქვეყნის ღალატი და ეროვნული ინტერესების ფეხქვეშ გათელვა.
ირაკლი კობახიძემ ომის დაწყება დააბრალა ქართულ მხარეს, რაც გამოიყენა ოკუპანტმა მხარემ და რასთან დაკავშირებითაც პასუხს სთხოვს მთლიანად სახელმწიფოს, რაც არის ეროვნული ინტერესების დაზიანება, აქედან გამომდინარე გამოძიება უნდა დაიწყოს ირაკლი კობახიძის და ყველა იმ მაღალჩინოსანი მიმართაც, რომელიც საქართველოს ადანაშაულებს და საქართველოს ეროვნულ ინტერესებს აზიანებს.” -განაცხადა ვიკა ფილფანმა.
8 აგვისტოს მუხათგევრდის სასაფლაოზე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ომის დაწყებაში “სააკაშვილის სისხლიან რეჟიმს” ადანაშაულებენ.
კობახიძის, 8 აგვისტოს ქვეყანაში შემოვიდა რუსული ჯარი, ხოლო “7 აგვისტოს რაც მოხდა, ეს იყო ის, რომ სააკაშვილის რეჟიმმა დაბომბა ცხინვალი.”
კობახიძის ამ განცხადებას ოკუპირებული ცხინვალის მარიონეტული რეჟიმი გამოეხმაურა და თქვა, რომ ომზე პასუხისმგებლობა არა მხოლოდ “სააკაშვილის რეჟიმს”, არამედ “ქვეყანას უნდა დაეკისროს”.
