ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის მიმართ დაუსწრებლად შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა მოსამართლე ლელა კალიჩენკომ ძალაში დატოვა.
მოსამართლემ მოუსმინა მხარეების შუამდგომლობებს.
ბრალდების მხარე რომანოვ-ფარცხალაძის მიმართ კვლავ პატიმრობის გამოყენების ძალაში დატოვებას ითხოვდა, ადვოკატები კი პატიმრობის გაუქმებას ითხოვდნენ.
პროცესი მტკიცებულებათა დასაშვებობის ეტაპზე გადაიდო. სხდომა 11 აგვისტოს, 15:00 საათზე განახლდება.
