Thursday, October 8, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„ჰარი პოტერის“ ფანებმა ელექტროკაბელის მარშრუტი დობის „საფლავის“ გამო შეაცვლევინეს

August 10, 2026
„ჰარი პოტერის“ ფანებმა ელექტროკაბელის მარშრუტი დობის „საფლავის“ გამო შეაცვლევინეს

„ჰარი პოტერის“ ფანებმა დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიას შორის მრავალმილიონიანი ენერგოკავშირის მარშრუტის შეცვლა მოახერხეს – მათი განცხადებით, შინაური ელფის, დობის მემორიალს დააზიანებდა.

430 მილიონი ფუნტი სტერლინგის ღირებულების მაღალი ძაბვის კაბელის მშენებლობის პროექტი, რომელიც ხმელეთსა და ზღვის ფსკერზე დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიას შორის უნდა გაიაროს, მას შემდეგ შეიცვალა, რაც „ჰარი პოტერის“ ფანებმა გაარკვიეს: თავდაპირველი მარშრუტი გამოგონილი პერსონაჟის, შინაური ელფი დობის მემორიალს შეეხებოდა.

190-კილომეტრიანი მაღალი ძაბვის კაბელი Greenlink, რომელსაც დიდი ბრიტანეთიდან ირლანდიაში ელექტროენერგიის მიწოდება უნდა უზრუნველეყო, ირლანდიის უექსფორდის საგრაფოსა და უელსში, პემბრუკშირის ფრეშუოტერ-უესტის პლაჟს შორის უნდა გაეყვანათ. სწორედ ამ პლაჟზე გადაიღეს დობის დაღუპვის სცენა ფილმში „ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები: ნაწილი 1“. მას შემდეგ პლაჟი საგის ფანების პილიგრიმობის პოპულარულ ადგილად იქცა: მათ იქ დობის მემორიალი მოაწყვეს და დაცემული გმირის პატივსაცემად მოხატული ქვებისა და წინდების დატოვება დაიწყეს.

საპროტესტო ტალღა კი მას შემდეგ აგორდა, რაც გაირკვა, რომ Greenlink-ი პირდაპირ დობის მემორიალზე გაივლიდა. საკონსულტაციო კომპანია Etchea Energy-ის გენერალურმა დირექტორმა, საიმონ ლადლამმა, გასულ ოთხშაბათს გამოქვეყნებულ პოდკასტში The Energy Revolution ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ მოჰყვა ამ გეგმებს „ასობით ზარი“ „ჰარი პოტერის“ განრისხებული ფანებისგან.

„ეს არის გამოგონილი პერსონაჟი გამოგონილი წიგნიდან, აქ ყველაფერი გამოგონილია, საერთოდ რაზეა ლაპარაკი?“ – ჰკითხა ლადლამმა ერთ-ერთ კოლეგას, რომელმაც მას ფანების აღშფოთების შესახებ აცნობა და დაჟინებით უმტკიცებდა, რომ სიტუაცია „ძალიან, ძალიან სერიოზული“ იყო.

„მაშინ ჩვენ დავუბრუნდით დაგეგმარების სპეციალისტებთან განხილვას და დეტალურად გავარჩიეთ, როგორ შეგვეცვალა კაბელის მარშრუტი, რათა მას დობის საფლავზე აღარ გაევლო. ბევრი ამით ძალიან კმაყოფილი დარჩა. პროექტი ხორციელდება, დობიც კმაყოფილია“, – განმარტა ლადლამმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დონალდ ტრამპის განცხადებით, მალე გაარკვევენ, თუმცა არ ვფიქრობენ, რომ რუსეთში შავი ჭირის შემთხვევა ბიოლოგიური იარაღია
  • ანაზღაურება 2 240-დან 3 200 ლარამდეა – მნიშვნელოვანი ინფორმაცია დასაქმების მსურველთათვის
  • რუსეთმა საქართველოსთან დაკავშირებით ახალი კანონი მიიღო – რას მოაწერა ხელი ვლადიმერ პუტინმა?

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge