ბიზნესმენ ლევან ფხაკაძის ქალიშვილი ანი ფხაკაძე წლებია, რაც უცხოეთში ცხოვრობს და სწავლობს. გარდა იმისა, რომ ანი უკვე საკუთარი ბიზნესით არის დაკავებული, Instagram სივრცის ერთ-ერთი ყველაზე მოდური ქართველია.
რამდენიმე თვის წინ, ცხოვრებაში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო და საყვარელ ადამიანზე დაინიშნა. ამურ დე სადელიერი და ანი ფხაკაძე დიდი ხნის შეყვარებულები არიან და ისინი ხშირად მოგზაურობენ.
ქორწილისთვის მზადება რამდენიმე თვეს გაგრძელდა და ერთი კვირის წინ ანიმ ქართველი მეგობრები საბერძნეთში, კუნძულ მიკონოსზე მიიწვია და ხმაურიანი ორდღიანი წინასაქორწინო წვეულება მოაწყო. ცნობილი სახეებიდან ფოტოებზე მოდის ბლოგერი ნინო ელიავა ჩანს.
წვეულების ამსახველი ფოტოები ანიმ “ინსტაგრამის” გვერდზე საკუთარ გამომწერებს გაუზიარა. ქართველი ბიზნესმენის სიძე პროფესიით მარკეტინგის სპეციალისტია.
წყარო: Ambebi.ge