“ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის, დავით დვალიშვილის საქმეზე, რომელსაც სასტიკად გაუსწორდა არასრულწლოვანთა ჯგუფი, მუხლი გადაკვალიფიცირდა და დამძიმდა, გამოძიება უკვე 118-ე მუხლით გრძელდება, რომელიც ითვალისწინებს 4-6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას! ხვალ აღკვეთის ღონისძიების სასამართლოა. ჩვენი პოზიცია ურყევია , ერთადერთი სამართლიანი მოთხოვნა ყველა მოძალადეს პატიმრობაა! ამ ბრძოლაში კომპრომისი არ იქნება. სამართლიანობა აუცილებლად იზეიმებს!“, – წერს ნაცემი გლოვოს კურიერის, დავით დვალიშვილის ადვოკატი, ია სირანიშვილი სოციალურ ქსელში.
დავით დვალიშვილს თავს 7 აგვისტოს დაესხნენ. საქმეზე დაკავებულია 3 პირი – მათგან ორი არასრულწლოვანი.
