Trading Economics-ის მონაცემებით, 7 აგვისტოს ოქროს ფასი უნციაზე 4,350 დოლარს გადასცდა, რაც ბოლო ორი თვის სარეკორდო მაჩვენებელია.
ექსპერტები ძვირფასი ლითონის გაძვირებას 4 მთავარი ფაქტორით განმარტავენ:
აშშ-ის სუსტი შრომის ბაზარი – შემცირდა მოლოდინი, რომ ფედერალური სარეზერვო სისტემა (Fed) საპროცენტო განაკვეთებს გაზრდის.
ობლიგაციების შემოსავლიანობის დაცემა – სახელმწიფო ობლიგაციების სარგებლის შემცირებამ ოქრო ინვესტორებისთვის უფრო მიმზიდველი გახადა.
ენერგობაზრის გაურკვევლობა – შენარჩუნდა მოთხოვნა ოქროზე, როგორც „უსაფრთხო აქტივზე“.
მასშტაბური შესყიდვები – ჩინელი ინვესტორები და მსოფლიოს ცენტრალური ბანკები აქტიურად ავსებენ ოქროს რეზერვებს.
