Friday, August 7, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ჩემი აზრით, ენამ გაუსწრო აზრს და არ არის ეს კარგი, თუმცა ღალატი და დანაშაული სხვა კატეგორიებია ” – რას აცხადებს ნიკა გვარამია

August 7, 2026
“თუ ციხის საავადმყოფოს წარმომადგენლებს ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის შესახებ განსხვავებული რამ აქვთ სათქმელი, თქვან ან დადუმდნენ და პაციენტს მიხედონ” – ნიკა გვარამია

გიორგი ბარამიძეს რომ არ ჩაუდენია დანაშაული, ამას მტკიცება არ სჭირდება – ჩემი აზრით, ენამ გაუსწრო აზრს და არ არის ეს კარგი, თუმცა ღალატი და დანაშაული სხვა კატეგორიებია, – ამით გამოეხმაურა „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია იმ ფაქტს, რომ გენერალურმა პროკურატურამ, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო.

როგორც გვარამიამ აღნიშნა, გიორგი ბარამიძე რომ სამშობლოს მოღალატე არ არის და ქართველი პატრიოტია, ამას მტკიცება არ სჭირდება.

„პროკურატურა რომ პოლიტიკურ დევნას ახორციელებს, ამასაც არ სჭირდება მტკიცება. ის, რომ გიორგი ბარამიძეს არ ჩაუდენია დანაშაული, არც ამას სჭირდება მტკიცება.

ის, რაც ითქვა, არ შეესაბამება სიმართლეს… არ ვიცი, საიდან მოვიდა ეს ამბავი. ჩემი აზრით, ენამ გაუსწრო აზრს და არ არის ეს კარგი, თუმცა ღალატი და დანაშაული სხვა კატეგორიებია და ასე არ ხდება. გიორგი ბარამიძის შემთხვევაში, რაც მისი ბიოგრაფია ვიცი, პირადად ვიცნობ და სამშობლოს ინტერესებისთვის იბრძვის, შემიძლია ვთქვა, რომ თუ რაიმეში არ მეპარება ეჭვი, მისი პატრიოტიზმია“, – აღნიშნა გვარამიამ.

შეგახსენებთ, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

კერძოდ, საქმე ეხება, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის მიერ იაგო ხვიჩიასთვის მიცემულ ინტერვიუს, სადაც ის აღნიშნავს, რომ რომ აფხაზეთში ომის დროს „ჩვენ ტყვეები არ გვყავდა, ჩვენებს ტყვეები არ აჰყავდათ, ჩვენები ხვრეტდნენ“.

მოგვიანებით, აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა გიორგი ბარამიძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ “მდგომარეობა, რომელზეც ის საუბრობს, მოგვიანებით, კერძოდ კი, მისი ჩასვლის შემდეგ შეიცვალა და “რომ არ შეცვლილიყო, ისინი ვერ შეძლებდნენ ქართველი 200 ტყვის გაცვლას სეპარატისტულ მხარესთან”.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რუსეთის საგარეო უწყება ეხმაურება ნაურუს გადაწყვეტილებას ოკუპირებულ აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობების შეწყვეტის შესახებ
  • ვეტერანებმა ერთობლივად დაგმეს გიორგი ბარამიძის მიერ აფხაზეთის ომისა და ტყვეთა გაცვლის პროცესთან დაკავშირებით გაკეთებული ცილისმწამებლური განცხადება
  • “გია ბარამიძეზე საქმე აღძრეს ადამიანებმა, რომლებიც ამბობენ, რომ ომი საქართველომ დაიწყო…” – ნანუკა ჟორჟოლიანი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge