თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებისთვის სხვადასხვა საკვები პროდუქტის შესაძენად ცენტრალურმა შემსყიდველმა ორგანომ ექვსი – ჯამში, 17.2 მლნ ლარის ღირებულების ტენდერები გამოაცხადა.
შესყიდვების ჩამონათვალშია: საქონლისა და ქათმის ხორცი, ორაგულის ფილე, იმერული ყველი, მაკარონი, ხილფაფა და სხვა პროდუქტები.
შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, პროდუქტებზე მოთხოვნები მხოლოდ რაოდენობასა და მიწოდების პირობებს არ მოიცავს – დოკუმენტებში დეტალურად არის გაწერილი, როგორი შემადგენლობის, ხარისხისა და მდგომარეობის უნდა იყოს კონკრეტული სურსათი.
