“ბრალი არის ზუსტად ფორმულირებული. ნია იმნაძე არის გიგა ავალიანის საქმეში ფიგურანტი, როგორც წამქეზებელი და ანასტასია ბერუაშვილი შეუტყობინებლობის გამო არის დაკავებული.
ვერავინ ვერ ნახოს, შესაძლოა საქმის მასალებში… ხალხო არის აღდგენილი ინფორმაციები და ეს აღდგენილი მასალა ჯერ მეც არ მაქვს, მაგრამ შესაძლოა ვერ ნახონ წადი მოკალი და ამას ჩვენ არ ვამბობთ. ის არ არის დამკვეთი, ის არის წამქეზებელი. აქეზებდა ყოველ წუთს, აქეზებდა ყოველ წამს. ეს მიმოწერებში, ამ წუთში მე რაც მაქვს ხელში, საქმის მასალებში ჩადებული, ეს იქაც ჩანს.
ანასტასია ბერუაშვილმა ზუსტად იცოდა, რომ მისი შეყვარებული მოდიოდა გიგაზე თავდასხმისთვის. შემდეგ, იმ ღამესვე გაიგო ანასტასია ბერუაშვილმა, რომ გიორგი რიკაძემ, ალექსანდრე გაბაშვილთან ერთად, თავს დაესხა გიგა ავალიანს და, ვციტირებ, „გაითიშა“.
იცოდა ანასტასია ბერუაშვილმა, რომ გიგა თავდასხმის შედეგად გაითიშა. ანასტასია ბერუაშვილს რომ დაერეკა 112-ზე – ამას ვერც გიორგი რიკაძე ვერ გაიგებდა, იმიტომ, რომ ის სხვაგან იყო, ის სხვაგან… ვერ გაიგებდა, რომ ანასტასია ბერუაშვილმა დარეკა – გიგა ავალიანის სხეული იმ 1-პროცენტიან შანსს გამოიყენებდა და დღეს გიგა ავალიანი იქნებოდა ცოცხალი.
ამ პირსისხლიანმა არასრულწლოვანებმა არა მარტო მოკლეს გიგა, არამედ 1-პროცენტიანი სიცოცხლის შანსი წაართვეს. რომელიმე ერთის ზარი – კიდევ ვიმეორებ, ერთის ზარი – გადაარჩენდა გიგა ავალიანს, იმიტომ რომ გიგას ჰქონდა ჯანსაღი სხეული, თუკი მას დარჩებოდა 1-პროცენტიანი შანსი” – ამბობს მოკლული გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე “ტვ პირველთან”.
