Thursday, August 6, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

მზია ამაღლობელის ადვოკატი სტარსბურგის სასამართლოში გაგზავნილი სარჩელების პერსპექტივაზე საუბრობს

August 6, 2026
მზია ამაღლობელის ადვოკატი სტარსბურგის სასამართლოში გაგზავნილი სარჩელების პერსპექტივაზე საუბრობს

“ნეტგაზეთისა” და “ბათუმელების” დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ადვოკატის, მაია მწარიაშვილის განცხადებით, დაკავებული ჟურნალისტისთვის განაჩენის გამოტანიდან ერთი წლის თავზე სტრასბურგის სასამართლოში 4 საჩივარია გაგზავნილი, მათგან ერთი, პატიმრობის შესახებ, უკვე განხილვაშია და ისინი გადაწყვეტილებას ელოდებიან.

მაია მწარიაშვილის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ მზია ამაღლობელის საქმეში სტრასბურგის სასამართლო კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევას დაადგენს.

სულ რომ არაფერი იცოდე ამ საქმეში და მხოლოდ სასჯელს მიაქციო ყურადღება, მხოლოდ სასჯელი გეტყვით, რომ ეს არის მანიპულირებული საქმე და ემსახურება მხოლოდ ანგარიშსწორებას იმიტომ, რომ ვერ ნახავთ სხვა მსგავს საქმეს, მსგავსი ფაქტობრივი გარემოებებით, სადაც სასამართლოს დაედგინოს პატიმრობა, ამას ხაზგასმით ვამბობ.

რა შეიცვალა მას შემდეგ, იმ მოცემულობით, ქვეყნის შიგნით ცხადია არაფერი, გარდა იმისა, რომ სამივე ინსტანციამ ჩაიარა, როგორც მოსალოდნელი იყო, ანუ არაფერი შეცვლილა არცერთი თვალსაზრისით.

სტრასბურგში არის გაგზავნილი 4 საქმე მზიასი. პირველ საქმესთან დაკავშირებით, რაც შეეხება პატიმრობას, პატიმრობის უსაფუძვლობას, კომუნიკაცია დაწყებულიც და დასრულებულიც არის და გადაწყვეტილებას ველოდებით, უკვე განხილვაშია. შემდეგი სამი და ძირითადი საქმეც უკვე გასაჩივრებულია, სასამართლოს ნომერი უკვე მინიჭებული აქვს და რეგისტრაციაში გატარებულია. შესაძლებელია ერთობლივად იმსჯელოს სასამართლომ ყველა ჩვენ საჩივარზე, შესაძლებელია, ჯერ მხოლოდ გადაწყვეტილება მიიღოს პატიმრობასთან დაკავშირებით და შემდეგ დანარჩენზე. რატომ 4? – იმიტომ, რომ ძალიან ბევრი პლასტი აქვს ამ საქმეს და ამიტომ 4. ამიტომ, არაფერი არ დამთავრებულა ქვეყნის შიგნით ცხადია და ველოდებით გადაწყვეტილებებს და დარწმუნებული ვარ სტრასბურგის სასამართლო დაადგენს მზია ამაღლობელის საქმეში კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევას,” – განაცხადა მაია მწარიაშვილი.

2026 წლის 6 აგვისტოს 1 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, ქალ ჟურნალისტს, მზია ამაღლობელს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა 2 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

მედია მენეჯერს ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის საპროტესტო აქციაზე სილის გაწვნას ედავებოდნენ.

მოსამართლემ სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლი, რომელიც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს გადააკვალიფიცირა და მედიამენეჯერი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გაასამართლა – პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევა.
„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი 2025 წლის 12 იანვარს, ჯერ ადმინისტრაციული, შემდეგ კი სისხლის სამართლის წესით დააკავეს. სასამართლო სხდომაზე ამაღლობელმა თქვა, რომ დაკავების შემდეგ იგი არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა, თუმცა ამ მიმართულებით გამოძიება არ დაწყებულა.

მზია ამაღლობელს მკვეთრად დაუქვეითდა მხედველობა – ჟურნალისტის დაუყოვნებლივ გათავისუფლება სპეციალური რეზოლუციით მოითხოვეს ევროპარლამენტში.

მზია ამაღლობელმა ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდო, სახაროვის პრემია მიიღო.

ჟურნალისტის საქმე გაგზავნილია სტრასბურგის სასამართლოში. დატყვევებული ჟურნალისტის ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ლონდონის 50-მდე ცენტრალურ ლოკაციაზე საქართველოს საიმიჯო ვიზუალები განთავსდა
  • დოლარის კურსი – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას ხვალ?
  • სფერო ჰოლდინგის საქმეზე განაჩენი ცნობილია

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge