ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო შეფერხებით მუშაობს მობილური კავშირი. ამის შესახებ მოქალაქეები იუწყებიან.
ცნობისთვის, თბილისი და საქართველოს რეგიონების ნაწილი ისევ დენის გარეშე დარჩა.
შეგახსენებთ, რომ 24 ივლისს ელექტროენერგია ქვეყნის მასშტაბით სრულად გაითიშა. შუქი ჩაქრა 25 ივლისის დილითაც. სუს-მა 24 და 25 ივლისს ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო. 30 ივლისს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ პირველადი შედეგი გამოაქვეყნა.
