“ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნების პარალელურად საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა გაზარდეს თავიანთი პირვანდელი პროგნოზი, რაც ასევე მნიშვნელოვანია და ეს შედეგები არის ერთი მხრივ, წარმატებული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი და მეორე მხრივ, იმის შედეგი, რომ ჩვენ მოვახერხეთ კორუფციის აღმოფხვრა ხელისუფლების მაღალ დონეზე. ქვედა დონეზე მუდმივად უნდა გაგრძელდეს მუშაობა კორუფციასთან საბრძოლველად, მაგრამ ჩვენ პრინციპული გარდატეხა შევიტანეთ მართვის სისტემაში. ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნება დაკავშირებულია კორუფციის აღმოფხვრასთანაც გარდა წარმატებული ეკონომიკური პოლიტიკისა. ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას გადავუხდი ეკონომიკის მინისტრს და მის გუნდს. მათი წარმატებული მუშაობის შედეგია ეს წარმატებები, რომელიც გვაქვს ჩვენ ეკონომიკის სფეროში”, – თქვა ირაკლი კობახიძემ.
