“2008-ში სამშობლო გაყიდა სააკაშვილმა, თავის გუნდთან ერთად. სამშობლო გაყიდეს 2008 წელს, ქვეყნის ტერიტორიები გადააბარეს პირდაპირი მნიშვნელობით. ვისთან თანამშრომლობდა, ვისი ინტერესები ემთხვეოდა მაგ დროს, როგორ მათთვის ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა. მათთვის მთავარი იყო დარწმუნებული ვარ აბსოლუტურად სხვა მიმართულებები, არ გამოვრიცხავ შეიძლება მერკანტილური სურვილებით ჰქონოდათ. ფაქტია, მათ ხელში ქვეყანაში შემოვიდა ოკუპანტი, წაიღეს ჩვენი ტერიტორია და დაღვარეს ჩვენი დების და ძმების სისხლი და ამ ყველაფერს სათავეში ედგა ეს სამარცხვინო გუნდი, რასაც ჰქვია კოლექტიური ნაცმოძრაობა”, – ამბობს ირაკლი კირცხალია.
