Wednesday, August 5, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

მთავრობას აგვისტოში საწვავის შესყიდვა 50 თეთრამდე გაუძვირდა

August 5, 2026
მთავრობას აგვისტოში საწვავის შესყიდვა 50 თეთრამდე გაუძვირდა

მთავრობას აგვისტოში საწვავის შესყიდვა 50 თეთრამდე გაუძვირდა. ამის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოზე გამოქვეყნებული კონსოლიდირებული ტენდერის შედეგებიდან ხდება ცნობილი.

როგორც ივლისში გაფორმებული ხელშეკრულებიდან ჩანს, მთავრობას აგვისტოში (ივლისთან შედარებით), 1 ლიტრი ყველა ტიპის ბენზინი 17 თეთრით, ხოლო დიზელი – 50 თეთრით მეტი დაუჯდება.

უფრო კონკრეტულად, კონსოლიდირებული ტენდერის თანახმად, მთავრობა 1 ლიტრ სუპერის (ოქტანობა არანაკლებ 98) ტიპის საწვავს აგვისტოში 3.34 ლარად შეიძენს (ივლისში 3.17 ლარი). ტენდერში გამარჯვებული „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიაა“.

რაც შეეხება საწვავის სხვა ტიპებს, კონსოლიდირებული ტენდერის მიხედვით, აგვისტოში 1 ლიტრი პრემიუმის ტიპის საწვავის ღირებულება 3.04 ლარი იქნება (ივლისში – 2.87 ლარი იყო), აქ გამარჯვებული „რომპეტროლ საქართველოა“.

ამავე მონაცემების მიხედვით, ევრო რეგულარის ტიპის საწვავს, მთავრობა აგვისტოში 3.02 ლარად შეიძენს (ივლისში 2.85 ლარი იყო) გამარჯვებულ კომპანიას „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი“ წარმოადგენს.

რაც შეეხება ევროდიზელს (არაუმეტეს PPM 10), ფასი არსებულ მდგომარეობაში ერთ ლიტრზე 3.70 ლარია, (ივლისში 3.20 ლარი იყო), ტენდერში გამარჯვებული „სან პეტროლიუმ ჯორჯიაა“.

ცნობისთვის, საქართველოში საწვავის საცალო ფასი „პლატსის“ მიხედვით დგინდება. 2025 წლის დეკემბერში „პლატსის“ მიხედვით ბენზინის საშუალო ღირებულება ტონაზე 709.28 აშშ დოლარი, ხოლო დიზელის – 740.69 აშშ დოლარი იყო; 2026 წლის იანვარში ბენზინი 642.73 აშშ დოლარი, ხოლო დიზელი 650.06 აშშ დოლარი ღირდა; თებერვალში ბენზინის ფასი 686.53 აშშ დოლარი, დიზელის – 701.59 აშშ დოლარი იყო; მარტში ბენზინის ღირებულებამ 973.39 აშშ დოლარი, ხოლო დიზელის – 1207. 97 აშშ დოლარი შეადგინა; აპრილში ბენზინის ფასი 1060.01 აშშ დოლარი იყო, დიზელის – 1302.23 აშშ დოლარი; მაისში ბენზინი 1127.09 აშშ დოლარი ღირდა, დიზელი – 1154.62 აშშ დოლარი; ივნისში ბენზინის ფასი 948.65 აშშ დოლარი იყო, დიზელის 977.20 აშშ დოლარი; ივლისში ბენზინის ღირებულებამ 1032.80 აშშ დოლარი, დიზელის კი – 1179.40 აშშ დოლარი შეადგინა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „სამი მიზეზით ვარ მე დღეს აქ…” – თინა ბოკუჩავას კომენტარი
  • ეს უნდა იცოდეთ – რა სარგებელი და ზიანი შეიძლება მოგვიტანოს ქლიავმა
  • თინა ბოკუჩავა ნაციონალური მოძრაობის ყრილობაზე მივიდა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge