Wednesday, August 5, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ადვოკატებმა ალეკო ელისაშვილის მიმართ გამოტანილი განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს

August 5, 2026
ადვოკატებმა ალეკო ელისაშვილის მიმართ გამოტანილი განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს

„ძლიერი საქართველო – ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, მსჯავრდებულ ალეკო ელისაშვილის ადვოკატებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ პოლიტიკოსის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს.

როგორც ადვოკატმა არჩილ ჩოფიკაშვილმა განაცხადა, ალეკო ელისაშვილი ოპოზიციური შეხედულებების გამო იდევნება.

„როგორც სააპელაციოში, ასევე ზემდგომ ინსტანციაში გვაქვს იმედი, რომ ეს არალოგიკური განაჩენი, რომელიც პირველი ინსტანციის სასამართლომ გამოიტანა, გაუქმდება და შეიცვლება. შეუძლებელია, 2 ბოთლი ბენზინით იმ აპოკალიფსური შედეგების გამოწვევა, რის გამოც, ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, ალექსანდრე ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. ეს საქმე ნათელი დასტურია, რომ ალექსანდრე იდევნება ოპოზიციური, პოლიტიკური შეხედულებების გამო, არის პირადი შურისძიების მსხვერპლი, ფაქტობრივად, რუსული განაჩენის აღსრულება ხდება, ელისაშვილის უკრაინის სასარგებლოდ შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილეობისათვის“, – განაცხადა ელისაშვილმა.

დღესვე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, 13:00 საათზე, ალეკო ელისაშვილის კიდევ ერთ საქმეზე სხდომა ჩატარდება. აღნიშნული ეპიზოდი პოლიციელ შოთა ჭიპაშვილის მიმართ პოლიტიკოსის მხრიდან ნათქვამ ფრაზას – „არაკაცი“ ეხება, რაც სასამართლოს უპატივცემლობად შეფასდა.

„ეს კიდევ ერთი არალოგიკური და ნათელი მაგალითია იმისა, რომ თუ ადამიანს ასამართლებ იმის გამო, რომ მას თბილისის საქალაქო სასამართლოს საერთოდ განადგურება უნდოდა, არალოგიკურია, იგივე ადამიანს ამავე სასამართლოს მიმართ უპატივცემლობის მუხლით ახალი ბრალი წაუყენო. ეს ნათლად მიანიშნებს, რომ ალექსანდრე ელისაშვილის წინააღმდეგ წარმოებულ არც ერთ სისხლის სამართლის საქმეს სამართლებრივი საფუძვლები არ აქვს. ეს არის მისი პოლიტიკური საქმიანობის განეიტრალებისაკენ, მისი დისკრიმინაციისაკენ მიმართული ნაბიჯი და მისი დემონიზაციის პროცესის გაგრძელებაა“, – განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ საერთო ჯამში, სისხლის სამართლის 4 საქმეა წარმოებული, საიდანაც ერთზე, რომელიც ტერორისტული აქტის მცდელობას გულისხმობს, მსჯავრდებულია და 13 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. ამასთან, მას ბრალი აქვს წარდგენილი ტერორისტული აქტის განხორციელებისთვის, რომელიც სასამართლოს არქივის შენობაში ხანძრის გაჩენას გულისხმობს. პოლიტიკოსს ბრალი ასევე წარდგენილი აქვს სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზეც, რაც პოლიციელ შოთა ჭიპაშვილის მისამართით ნათქვამ სიტყვა „არაკაცის“ წოდებას მოიცავს. ელისაშვილი ასევე ბრალდებულია პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ალი ბაბაევის პოლიტიკური ნიშნით დევნაზეც.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ვახო სანაიამ 14-დღიანი პატიმრობის შემდეგ იზოლატორი დატოვა
  • ” დღეს, ევროპაში ხვდებიან, რომ 2008 წელს შეცდომა დაუშვეს ” – ლაშა ფარულავა
  • რა ღირს 1 გრამი ოქრო და ვერცხლი საქართველოში

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge