2060-იანი წლების ბოლოსთვის ევროკავშირში საპენსიო ასაკი გაიზრდება. ამის შესახებ Euronews-ი წერს.
ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) კვლევის თანახმად, ევროკავშირის ქვეყნებში საპენსიო ასაკის საშუალო ზრდა მამაკაცებისთვის დაახლოებით ორი წლით, ხოლო ქალებისთვის 2.6 წლით არის მოსალოდნელი.
კერძოდ, Euronews-ს ცნობით, საპენსიო ასაკი მამაკაცებისთვის 64.7-დან 66.7 წლამდე, ხოლო ქალებისთვის 64-დან 66.6 წლამდე გაიზრდება.
„საპენსიო ასაკის გაზრდა კვლავ საერთო სტრატეგიად რჩება საპენსიო სისტემების ფინანსური მდგრადობის უზრუნველსაყოფად საპენსიო შეღავათების შემცირების გარეშე. ალტერნატივა შეიძლება იყოს საპენსიო შენატანების გაზრდა ან საპენსიო შეღავათების შემცირება“, – წერს Euronews-ი.
