Tuesday, August 4, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„რიკოთის უღელტეხილზე 24-საათიანი მონიტორინგისა და ადრეული შეტყობინების სისტემები დამონტაჟდება“ – რას აცხადებს ირაკლი გიორგობიანი

August 4, 2026
„რიკოთის უღელტეხილზე 24-საათიანი მონიტორინგისა და ადრეული შეტყობინების სისტემები დამონტაჟდება“ – რას აცხადებს ირაკლი გიორგობიანი

„რიკოთის უღელტეხილზე 24-საათიანი მონიტორინგისა და ადრეული შეტყობინების სისტემები დამონტაჟდება,“ – ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი გიორგობიანმა „პალიტრანიუსისა“ და რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

გიორგობიანმა გადაცემაში ისაუბრა გზების მოვლა-პატრონობის მიზნით სახელმწიფო კომპანიის შექმნაზე. როგორც უკვე ცნობილია, ეს კომპანია საავტომობილო გზების მოვლა/შენახვას გორი-არგვეთას 105-კილომეტრიან მონაკვეთზე არსებულ 138 ხიდსა და 59 გვირაბზე განახორციელებს.

„მაგ კონკრეტულ ტერიტორიაზე ეს პროექტი ითვალისწინებს, რომ თვითონ ამ მონაკვეთის 24-საათიანი მონიტორინგი უნდა განხორციელდეს.

მოგეხსენებათ, მაგ მონაკვეთზე წვიმების დროს უხვი ნალექიც იცის და არ არის მარტივი ნაგებობა. შესაბამისად, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ თუ რამე პრობლემა იქმნება, დავუშვათ, უხვი ნალექის შედეგად, ამის შეტყობინების სისტემა არსებობდეს, რომელიც ახლა არ არის.

უკეთესი იქნებოდა ადრე დაწყებულიყო ამაზე ფიქრი, რადგან მშენებლობის დროსაც შესაძლებელი იქნებოდა ამ სისტემების ინსტალაცია. თუმცა, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს და ამას ცალსახად მივესალმები“, – განაცხადა ირაკლი გიორგობიანმა.

მისივე თქმით, რიკოთის მონაკვეთის მოვლა-პატრონობის საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი საინჟინრო სირთულისა და გეოგრაფიული მდებარეობის გამო.

„პირველ რიგში, მოგეხსენებათ, რომ დღევანდელი მენეჯმენტისთვის მნიშვნელოვანი და პრიორიტეტი გახდა ხარისხობრივი ინფრასტრუქტურის მშენებლობა. ხარისხობრივი ინფრასტრუქტურის მშენებლობა არ ნიშნავს, რომ მშენებლობის ეტაპზე მთავრდება, მას ასევე ხარისხობრივად მოვლა-პატრონობა სჭირდება.

რიკოთის მონაკვეთი სრულად, სულ რამდენიმე თვის წინ გაიხსნა და მის მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით, საგზაო დეპარტამენტს უნდა მიეღო გადაწყვეტილება. გამომდინარე მისი რთული საინჟინრო და გეოგრაფიული მდებარეობისა {თავისი კლიმატური პირობებით, მათ შორის განსაკუთრებით ზამთარში} გადაწყდა, რომ ეს პასუხისმგებლობა სრულად თვითონ {სახელმწიფოს} განეხორციელებინათ“, – განაცხადა გიორგობიანმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
  • გიგა ავალიანის მკვლელობის საქმე – გიორგი მალანია სასამართლომ პატიმრობაში დატოვა
  • “დინამოს“ ბაზაზე ვითარება დაიძაბა – ქეცბაიასა და ლორიას დაძაბული საუბრის შემდეგ ყველა გადაწყვეტილების მოლოდინშია

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge