“✅ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა მდინარე წყალწითელას დაბინძურების ფაქტზე ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო
✅ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს საფუძველზე, სადაც ჩანს მდინარე წყალწითელას დაბინძურების ფაქტი, ოპერატიული რეაგირება მოახდინა – დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ, ვიდეოში დაფიქსირებული ტერიტორიის დათვალიერების შედეგად იდენტიფიცირებულია სამართალდამრღვევები.
➡ დათვალიერებისას დადგინდა, რომ მდინარე წყალწითელაში, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ორპირში მოქმედი სასარგებლო წიაღისეულის – ტეშენიტის ქვის დამამუშავებელი საამქროებიდან ქვის სველი წესით დამუშავების შედეგად წარმოქმნილი საწარმოო წყალი ჩაედინებოდა.
➡ მდინარის დაბინძურების ხარისხისა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის დადგენის მიზნით, დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მდინარისა და ჩამდინარე წყლების ნიმუშები აიღეს, რომლებიც კვლევის მიზნით, შესაბამის ლაბორატორიაში გადაიგზავნება.
✅ ლაბორატორიული კვლევის შედეგების მიღებისა და ადმინისტრაციული წარმოების დასრულების შემდეგ გატარდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები”, – წერს ფეისბუქ გვერდი “ჩემი ქალაქი მკლავს” სოციალურ ქსელში.
